მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წიწიბურას იმპორტი 25%-ით გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია
წიწიბურას იმპორტი 25%-ით გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

წიწიბურას იმპორტი 25%-ით გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

BM.GE22 მაისი, 2026, 13:55|bm.ge

საქართველოში წიწიბურას იმპორტი 2026 წლის იანვარ–აპრილში გაიზარდა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში შემოვიდა 2 710.7 ტონა წიწიბურა, რომლის ღირებულებამ 1 439 000 დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი იყო 2 676 ტონა, ხოლო ღირებულება, დაახლოებით 1.1 მილიონი დოლარი. ამ მაჩვენებლებით, წიწიბურას იმპორტი 24.7%-ით ღირებულებაში და 1.2%-ით მოცულობაში გაიზარდა.

წელს 4 თვეში წიწიბურას ძირითადი ნაწილი, 2 710.6 ტონა რუსეთიდან შემოვიდა, რაშიც 1 438 500 დოლარი გადავიხადეთ. ასევე მცირე რაოდენობა, 100 კილოგრამი, პოლონეთიდან შემოვიტანეთ, რომლის ღირებულებამ 500 დოლარი შეადგინა.

საშუალო ფასის მიხედვით, 2025 წლის პირველ 4 თვეში, 1 ტონა წიწიბურაში დაახლოებით 99.7 დოლარი გვაქვს გადახდილი, ხოლო 2026 წელს ფასი ოდნავ გაიზარდა და 99.8 დოლარს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE