ორიგინალი
წლის საუკეთესო ბიზნესლიტერატურა - Financial Times-ის ფინალისტთა სია ცნობილია
BM.GE·20:24

წლის საუკეთესო ბიზნესლიტერატურა - Financial Times-ის ფინალისტთა სია ცნობილია

29 ნოემბერი, 2026 · 20:24

Financial Times-ისა და Standard Chartered-ის წლის საუკეთესო ბიზნესლიტერატურის პრემიის ფინალისტთა სიაში (shortlist) ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული მასშტაბური და ტრანსფორმაციული გამოწვევები დომინირებს.

წლის ექვსი ფინალისტიდან სამი სწორედ ხელოვნური ინტელექტის რისკებსა და შესაძლებლობებს იკვლევს - როგორც მრავალმხრივი დანიშნულების მძლავრ ინსტრუმენტს, იარაღს და ალგორითმული პროგნოზირების მექანიზმს.

სია, რომელიც Financial Times-ის მთავარმა რედაქტორმა, რულა ხალაფმა გამოაცხადა, ჯილდოს ორი ყოფილი გამარჯვებულის - ლიაკატ აჰამედისა და სებასტიან მალაბის წიგნებსაც მოიცავს.

ხალაფმა შერჩეული ნამუშევრების "შთამბეჭდავ მასშტაბსა და სიღრმეს" გაუსვა ხაზი. სიაში ასევე მოხვდა ნაშრომები წონის კლების პრეპარატების რევოლუციაზე, წიაღისეული საწვავის ინდუსტრიით მიყენებულ ზიანსა და პირველი გლობალური ფინანსური კრიზისის გაკვეთილებზე.

"ავტორები ღრმად იკვლევენ თემებს, სვამენ მნიშვნელოვან შეკითხვებს და გვთავაზობენ საინტერესო ხედვებს ბიზნესზე, ლიდერობასა და გაურკვევლობასთან გამკლავების გზებზე", - აღნიშნა მან.

ფინალისტების სია ასე გამოიყურება:

• "1873: The First Great Depression and the Making of the Modern World" ("1873: პირველი დიდი დეპრესია და თანამედროვე სამყაროს ფორმირება") - 2009 წლის გამარჯვებული ლიაკატ აჰამედი აღწერს და აანალიზებს გლობალურ გარდამტეხ მომენტს, რომელსაც დღევანდელ გეოეკონომიკურ დაძაბულობასთან მკაფიო პარალელები აქვს. • "Off the Scales: The Inside Story of Ozempic and the Race to Cure Obesity" ("სასწორის მიღმა: ოზემპიკის კულუარული ისტორია და რბოლა სიმსუქნის დასამარცხებლად") - ემი დონელანის კვლევა GLP-1 პრეპარატების აღმოჩენასა და კომპანია Novo Nordisk-ის მიერ წონის დასაკლები მედიკამენტის, "ოზემპიკის" შექმნაზე. • "The Infinity Machine: Demis Hassabis, DeepMind and the Quest for Superintelligence" ("უსასრულობის მანქანა: დემის ჰასაბისი, DeepMind და სუპერინტელექტის ძიება") - 2016 წლის ლაურეატი სებასტიან მალაბი DeepMind-ის თანადამფუძნებელთან ინტერვიუების საფუძველზე კომპანიის წარსულს, აწმყოს, მომავალსა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას მიმოიხილავს. • "Project Maven: A Marine Colonel, His Team, and the Dawn of AI Warfare" ("პროექტი მეივენი: საზღვაო ქვეითთა პოლკოვნიკი, მისი გუნდი და ხელოვნური ინტელექტის ომის გარიჟრაჟი") - Financial Times-ის ყოფილი რეპორტიორი კატრინა მენსონი პენტაგონის საიდუმლო გეგმის დრამატულ ისტორიას აღწერს, რომლის მიზანიც სილიკონის ველის დახმარებით ბრძოლის ველზე ხელოვნური ინტელექტის შეტანა იყო. • "Blood Will Flow: The Murderous Business of Oil and Gas" ("სისხლი დაიღვრება: ნავთობისა და გაზის მომაკვდინებელი ბიზნესი") - ალექს პერი მოზამბიკში ისლამისტების თავდასხმის სიღრმისეული გამოძიებით ნავთობისა და გაზის მოპოვების საშიშ შედეგებს ხდის ფარდას. • "Prophecy: Prediction, Power and the Fight for the Future, from Ancient Oracles to AI" ("წინასწარმეტყველება: პროგნოზი, ძალაუფლება და ბრძოლა მომავლისთვის, უძველესი ორაკულებიდან AI-მდე") - კარისა ველიზი აანალიზებს კაცობრიობის ხანგრძლივ გატაცებას პროგნოზირებითა და წინასწარმეტყველებით, და მის გავლენას სხვადასხვა სფეროზე - დაზღვევით დაწყებული, ტექნოლოგიებით დასრულებული.

FT-ის პრესტიჟული ჯილდო წელს 22-ედ გაიცემა და გამარჯვებული წიგნის ავტორისთვის 30 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის პრემიას ითვალისწინებს. ჯილდო, რომლის მხარდამჭერიც FT-ის მფლობელი კომპანია Nikkei-ა, ლონდონში 2 დეკემბერს გადაეცემა, ფინალურ სიაში მოხვედრილი თითოეული წიგნის ავტორი კი 10 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

იმის ნიშნად, თუ რამდენად დომინირებს ტექნოლოგიები როგორც ბიზნესლიდერების, ისე გამომცემლების დღის წესრიგში, ბოლო ექვსიდან ხუთი FT-ის ჯილდო სწორედ ტექნოლოგიების შესახებ დაწერილ წიგნებს ერგო.

გასულ წელს პრიზი სტივენ უიტის წიგნმა - "The Thinking Machine"-მა მოიპოვა, რომელიც ჩიპების მწარმოებელ Nvidia-სა და მის აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგის აღზევებას ეხება. 2024 წლის გამარჯვებული კი პარმი ოლსონის "Supremacy" გახდა, რომელიც AI-ის პიონერებს შორის დაპირისპირებას აღწერს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის საუკეთესო ბიზნესლიტერატურა - Financial Times-ის ფინალისტთა სია ცნობილია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·21:42

რიგ შემთხვევებში დეველოპერების გრძელვადიანი შიდა განვადებები საკმაოდ რისკიანია - დავით უტიაშვილი

რიგ შემთხვევებში დეველოპერების გრძელვადიანი შიდა განვადებები საკმაოდ რისკიანია - დავით უტიაშვილი
BM.GE·21:38

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ პორტუგალია 92:78 დაამარცხა

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ პორტუგალია 92:78 დაამარცხა
BM.GE·21:26

"ზარაფხანას" გაყიდვებში უცხოელების წილი სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია - თორნიკე სამხარაძე

"ზარაფხანას" გაყიდვებში უცხოელების წილი სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია - თორნიკე სამხარაძე
BM.GE·21:00

M²-ის 6 ახალი პროექტი თბილისში – 10 000 ბინა და 2 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია TBC-ის მხარდაჭერით

M²-ის 6 ახალი პროექტი თბილისში – 10 000 ბინა და 2 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია TBC-ის მხარდაჭერით
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.