მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლიური ანაზღაურება ₾215 ათასზე მეტი ელექტროსისტემიდან - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი?
წლიური ანაზღაურება ₾215 ათასზე მეტი ელექტროსისტემიდან - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი?

წლიური ანაზღაურება ₾215 ათასზე მეტი ელექტროსისტემიდან - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი?

BM.GE21 ივლისი, 2026, 15:07|bm.ge

სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ვანო ზარდიაშვილმა 2025 წელს ელექტროსისტემიდან 215 218,89 ლარი მიიღო (თვეში 17 934 ლარი).

დოკუმენტის მიხედვით, ზარდიაშვილის ცოლი თინათინ აბრალავა შპს პენტჰაუზში" ფლობს 5%-იან წილს, თუმცა ამ კომპანიიდან შემოსავალი არ უფიქსირდება.

თინათინ აბრალავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვისდეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2025 წელს 88 038 ლარი აქვს მიღებული.

დეკლარაციის მიხედვით, აბრალავას 2025 წელს ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართის გაქირავებიდან 27 000 ლარი აქვს მიღებული. 2016 წელს აღებულ 110000 დოლარის სესხის მომსახურებაში ზარდიაშვილმა შარშან 10 659 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციაში მითითებული მონაცემების მიხედვით, თინათინ აბრალავასა და ვანო ზარდიაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

თინათინ აბრალავას სრულ საკუთრებაში (100%-იანი წილი) აქვს ორი ბინა ქალაქ თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩა N9-ში: პირველი ფართობით 62,54 კვ.მ, ხოლო მეორე - 47,63 კვ.მ. ორივე ბინა 2017 წელს მშობლისგან საჩუქრად აქვს მიღებული.

გარდა ამისა, თინათინ აბრალავა ანზორ აბრალავასთან თანასაკუთრებაში ფლობს 50%-იან წილებს ორ კომერციულ ფართობზე თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირ N2-ში. ორივე ობიექტი 2016 წლის 17 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით არის შეძენილი - 51,4 კვ.მ ფართობის კომერციულ ფართში გადახდილია 20 000 დოლარი, ხოლო 68,6 კვ.მ ფართობში - 30 000 დოლარი.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, მის სრულ საკუთრებაშია თბილისში, იუნკერთა ქუჩა N1-ში მდებარე 22,85 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი. იგი შეძენილია 2013 წელს 1 500 დოლარად, ბინასთან ერთად.

საბანკო ანგარიშებზე აბრალავას 25000 დოლარი (ბათუმში არსებული ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხა) და 15000 დოლარის ანაბარი აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →ათასი →

მსგავსი სტატიები

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE