მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა
TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა

TSMC-ის წმინდა მოგება მე-2 კვარტალში 77%-ით გაიზარდა

BM.GE16 ივლისი, 2026, 19:12|bm.ge

ტაივანური ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, TSMC-მ მეორე კვარტალის სრული ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 933.79 მილიარდი ახალი ტაივანური დოლარის შემოსავალი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა 1.27 ტრილიონი შეადგინა ($39.45 მლრდ), რაც 36%-იან ზრდას ნიშნავს და მცირედით აღემატება Wall Street-ის ანალიტიკოსების 1.264-ტრილიონიან პროგნოზს.

საყურადღებო ფაქტია, რომ კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 77.4%-ით გაიზარდა და 706.56 მილიარდი ახალი ტაივანური დოლარი შეადგინა. ამ შედეგით ტაივანურმა მწარმოებელმა LSEG SmartEstimates-ის 632.64-მილიარდიან მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

რაც შეეხება ყველაზე შემოსავლიან მიმართულებას, ჩიპების მწარმოებელი გიგანტისთვის ბოლო 3 თვეში ყველაზე წარმატებული 7-ნანომეტრიანი და უფრო მცირე ზომის ნახევარგამტარების მიმართულება აღმოჩნდა, რაზეც მთლიანი გაყიდვების 77% მოვიდა.

ცნობისთვის, TSMC-ს ძირითადი კონტრაქტორი კომპანიები ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Nvidia, Apple-ი და Broadcom-ი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშებით იმუქრება

რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიშებით იმუქრება

BM.GE

ე.წ მეორადი ჩარიცხვებისთვის უნივერსიტეტებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება | სამინისტრო

ე.წ მეორადი ჩარიცხვებისთვის უნივერსიტეტებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება | სამინისტრო

BM.GE

მიქანაძის თქმით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა

მიქანაძის თქმით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემა

BM.GE

ზუგდიდის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა - დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა - დაშავდა 2 ადამიანი

BM.GE