მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის სამუშაო ჯგუფის შესწავლის პირველადი შეფასება
ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის სამუშაო ჯგუფის შესწავლის პირველადი შეფასება

ცნობილია დენის სისტემური გათიშვის საკითხზე სემეკის სამუშაო ჯგუფის შესწავლის პირველადი შეფასება

BM.GE30 ივლისი, 2026, 19:23|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2026 წლის 24 ივლისს მომხდარ სასისტემო ავარიასთან დაკავშირებით საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასება მოისმინა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, 2026 წლის 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით. დაახლოებით 00 საათსა, 10 წუთზე და 49 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები, როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

„აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი – საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის წევრმა, თორნიკე აფრიაშვილმა, რომელიც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით იყო გათიშული 25 ივლისსაც. სემეკ-მა ამ ეტაპზე 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჯგუფის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • „იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერიაიმედი
  • კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელირუსთავი 2
  • ეკლესიის, ისტორიული გმირების "დასაცავად" ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდებაფორმულა
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE