მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს
ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს

ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს

BM.GE3 აგვისტო, 2026, 14:50|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ახალი უწყება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაფუძნდა. სააგენტოს ძირითად ამოცანას გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის ფორმირება, მისი განხორციელება, ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020-2024 წლებში ლევან ქარუმიძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ამავე პერიოდში იგი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემადგენლობაშიც საქმიანობდა.

პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით კი, ის პროფესიით ფილოსოფოსია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების კუთხით, ხელს შეუწყობს ახალი სააგენტოს ეფექტიან ფუნქციონირებას. უწყების განმარტებით, ეს უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყნის, პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ ირაკლი კობახიძემ დადგენილება 18 ივნისს გამოსცა. ქვეუწყების დებულება კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.

სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

სააგენტოში შეიქმნება 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური, კერძოდ:

ა) გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;

ბ) გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტი;

გ) გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;

დ) გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;

თ) გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

ამასთან, დებულების თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

ა) ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა, დოკუმენტირება, სისტემატიზაცია, ციფრული აღრიცხვა და პოპულარიზაცია, მათ შორის, ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტების, დამზადების მეთოდების, გასტრონომიული პრაქტიკისა და გასტრონომიული რეესტრის შექმნის გზით;

ბ) ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ტრადიციული გასტრონომიული წეს-ჩვეულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემების პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა, პრიორიტეტული პროდუქტების შერჩევის, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების ხელშეწყობის, მწარმოებელთა ჯგუფებთან მუშაობის და შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის გზით;

დ) ხარისხის სქემებთან, ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება, მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერა და პროდუქტების კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორცილებელ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ე) გასტრონომიის განვითარების მიზნით ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციის, ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების და ბაზარზე წარდგენის მექანიზმების შემუშავება;

ვ) გასტრონომიის სფეროს საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე პროფესიული განათლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა;

ზ) გასტრონომიის სფეროში დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) გასტრონომიული პოტენციალის, ტრადიციული და ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების ცნობადობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება, ფესტივალების, გამოფენების, კონკურსების, დეგუსტაციების, ბაზრობებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

რაც შეეხება სააგენტოს დაფინანსების წყაროებს, დებულებას თანახმად, ესენია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ფილოსოფოსი ლევან ქარუმიძე, რომელსაც გასტრონომიის სააგენტო ჩააბარეს

BM.GE

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

BM.GE

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო - BSP

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო - BSP

BM.GE