მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ფედერალური რეზერვისგან საპროცენტო განაკვეთის 1%-მდე შემცირება მოითხოვა
ტრამპმა ფედერალური რეზერვისგან საპროცენტო განაკვეთის 1%-მდე შემცირება მოითხოვა

ტრამპმა ფედერალური რეზერვისგან საპროცენტო განაკვეთის 1%-მდე შემცირება მოითხოვა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 19:09|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 25 პროცენტული პუნქტით გაზრდას გამოეხმაურა. მან მის მიერვე დანიშნულ თავმჯდომარე კევინ უორშს ნდობა გამოუცხადა, თუმცა ცენტრალური ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი შერბილება და საპროცენტო განაკვეთის 1%-მდე ან უფრო დაბალ ნიშნულამდე დაწევა მოითხოვა.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 12 წევრმა საპროცენტო განაკვეთის 3.75%-4.00%-ის დიაპაზონამდე გაზრდას მხარი გუშინ ერთხმად დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება 2023 წლის შემდეგ განაკვეთის მომატების პირველი შემთხვევა იყო.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ უორშის მიმართ ნდობას ინარჩუნებს, თუმცა მისი თქმით, მმართველთა საბჭოს წევრები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ. ამერიკის პრეზიდენტმა საბჭოს წევრები თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეკონომიკური შედეგების მიზანმიმართულ გაუარესებაში დაადანაშაულა.

ტრამპის განცხადებების პარალელურად, FED-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავისი პროგნოზი გაავრცელა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა, რომლის ანალიტიკოსების შეფასებითაც, ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ოქტომბრის თვეში კიდევ ერთხელ, 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის.

ანალიტიკოსებმა საკუთარი მოლოდინი დააფუძნეს ცენტრალური ბანკის იმ განახლებულ პროგნოზებზე, რომელთა მიხედვითაც კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ემხრობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Holiday Inn Telavi-ში დეკემბრის ჯავშნები დაბალია – სასტუმრო საახალწლო პერიოდში მოთხოვნის ზრდას ელოდება

Holiday Inn Telavi-ში დეკემბრის ჯავშნები დაბალია – სასტუმრო საახალწლო პერიოდში მოთხოვნის ზრდას ელოდება

BM.GE

BYD-მა $10,000-ზე იაფი ელექტრო ჰეჩბექი წარადგინა; Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა; კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BYD-მა $10,000-ზე იაფი ელექტრო ჰეჩბექი წარადგინა; Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა; კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

რატომ არის უძრავი ქონების „ლარში დათვლა“ კრიტიკულად მნიშვნელოვანი - ოთარ ნადარაიას ანალიზი

რატომ არის უძრავი ქონების „ლარში დათვლა“ კრიტიკულად მნიშვნელოვანი - ოთარ ნადარაიას ანალიზი

BM.GE

არაევროკავშირელი პარტნიორებისგან უკრაინის დახმარება თითქმის ხუთჯერ შემცირდება - ევროკომისიის პროგნოზი

არაევროკავშირელი პარტნიორებისგან უკრაინის დახმარება თითქმის ხუთჯერ შემცირდება - ევროკომისიის პროგნოზი

BM.GE