მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ცოტა მოძველებული საკითხია, ბევრი ახსნა არ სჭირდება" - ფარცხალაძის ქეისის გამო მიღებულ დადგენილებაზე
"ცოტა მოძველებული საკითხია, ბევრი ახსნა არ სჭირდება" - ფარცხალაძის ქეისის გამო მიღებულ დადგენილებაზე

"ცოტა მოძველებული საკითხია, ბევრი ახსნა არ სჭირდება" - ფარცხალაძის ქეისის გამო მიღებულ დადგენილებაზე

BM.GE27 მაისი, 2026, 19:56|bm.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მოძველებულს უწოდებს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხს, რომლის სანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეცვალა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა კერესელიძემ თურნავას ჰკითხა რატომ დააყენა საფრთხის ქვეშ ეროვნული ბანკის რეპუტაცია ერთი სანქცირებული პირის გამო.

„ეს ცოტა მოძველებული საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, პირველი: არ იყო არცერთ სახელ-გვართან დაკავშირებული და ეს იყო ზოგადი გადაწყვეტილება იმისა, რომ ჩვენი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობასთან.

და მეორე: ამის შემდეგ გავიდა ორ წელზე მეტი და ჩვენი საფინანსო სისტემა მაქსიმალურად სტაბილურია, სანქციის არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ჩვენი ფულის გათეთრებისგან დაცვის ჩარჩო არის ძალიან მყარი", - განაცხადა თურნავამ და დაამატა, რომ მართალია ეს თემა აქტუალური აღარ არის, თუმცა ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა ასრულებდეს როგორც საერთაშორისო მოთხოვნებს, ასევე უნდა იცავდეს ადგილობრივ კანონმდებლობას.

"ეს ფაქტია ასახული ამ რეგულაციაში. ამას [დადგენილებას] არანაირი ნეგატიური გავლენა არ ჰქონია საფინანსო სექტორზე", - თქვა თურნავამ.

2023 წლის სექტემბერში რუსეთთან კავშირის გამო, აშშ-მა ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. კერძოდ, 14 სექტემბერს უკრაინის ომის მხარდასაჭერ ფინანსურ ნაკადებსა და ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის აღკვეთის მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მასშტაბით სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ პირს, მათ შორის ბიზნესს წრეების წარმომადგენლებს. ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძეც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE