მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი
წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი

წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს - გიგლა თამაზაშვილი

BM.GE2 მაისი, 2026, 20:40|bm.ge

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ამბობს, რომ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს კომპანიას, წინასწარ დაგეგმოს რესურსები და ეფექტიანად მოემსახუროს ფერმერებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მან წყალსარგებლობის განრიგის მნიშვნელობასა და სარწყავი წყლის მიწოდების მექანიზმებზე ისაუბრა.

„წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების საწყის ეტაპზე წყალმომხმარებელს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ წარმოეშობა. კომპანია ვალდებულია, ფერმერს მისთვის სასურველ ადგილსა და პერიოდში მიაწოდოს საჭირო რაოდენობის სარწყავი წყალი, ხოლო მომსახურების საფასურს წყალმომხმარებელი გადაიხდის 15-დღიანი მორწყვის ციკლის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვეში, მხოლოდ მაშინ, როდესაც რწყვის ოპერაცია ჩატარდება,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მისივე განმარტებით, ფერმერებს აქვთ მოქნილი შესაძლებლობა შეცვალონ ან გააუქმონ შეთანხმებული გრაფიკი. რწყვის ოპერაციის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების დაწყებამდე 20 დღით ადრე, ხოლო სხვა პერიოდზე გადატანა - 10 დღით ადრე. იმ შემთხვევაში კი, თუ წყალმომხმარებელი არ ისარგებლებს დაგეგმილი მომსახურებით, მას საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.

გიგლა თამაზაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიღებისთვის აუცილებელია, ფერმერებმა დროულად მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს და გააფორმონ შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE