მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ ახალი სტრუქტურა ბიზნესს სესხის მიღებაში კიდევ უფრო დაეხმარება, ამას მივესალმებით" - ფხაკაძე განვითარების კორპორაციაზე
"თუ ახალი სტრუქტურა ბიზნესს სესხის მიღებაში კიდევ უფრო დაეხმარება, ამას მივესალმებით" - ფხაკაძე განვითარების კორპორაციაზე

"თუ ახალი სტრუქტურა ბიზნესს სესხის მიღებაში კიდევ უფრო დაეხმარება, ამას მივესალმებით" - ფხაკაძე განვითარების კორპორაციაზე

BM.GE4 ივნისი, 2026, 23:20|bm.ge

"თუ ახალი სტრუქტურა გაჩნდება, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესს სესხების მიღებაში, ამას მხოლოდ მივესალმებით", - ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ შექმნას.

როგორც სოსო ფხაკაძე BMG-სთან აცხადებს, გასული წლებისგან განსხვავებით, დღეს ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა პირველი რიგის გამოწვევა აღარაა, თუმცა მისი თქმით, ქვეყანაში ამ მიმართულებით ახალი უწყების გაჩენა მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აკეთებს BAG ინდექსის კვლევას, ის ქვეყნდება და საზოგადოებისთვის ცნობილია. გვახსოვს თავდაპირველი წლები, როდესაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ფინანსებზე წვდომა. ეს პრობლემას დღეს აღარ წარმოადგენს, შეიძლება მეხუთე, მეექვსე ადგილზეა. [ამაში] დიდი დამსახურება აქვთ საფინანსო ინსტიტუტებს, საბანკო დაწესებულებებს, რომლებიც ქვეყანაში ოპერირებენ და ასევე უცხოეთიდან შემოდის კაპიტალი.

თუ ახალი სტრუქტურა რომელიც გაჩნდება, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესს სესხების მიღების ნაწილში და არა მარტო, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. როგორც კი ეს ახალი სტრუქტურა შეიქმნება, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს, რომ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მათთან გააკეთოს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის,“საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა, რომელმაც ყოფილი საპარტნიორო ფონდი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” გააერთიანა. მის გენერალურ დირექტორად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა.

მთავრობის განცხადებების თანახმად, 2026 წლის განმავლობაში სს "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტის იმავე მუხლიდან, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს აფინანსებდა, რაც 232.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ჯერჯერობით კორპორაციის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ ან მისთვის ახალი პროგრამების დამატების შესახებ მთავრობის მხრიდან ახალი ბრძანების ან განკარგულების გამოცემა არ მომხდარა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, კორპორაციის ფინანსური რესურსების ნაწილი იქნება საბიუჯეტო, თუმცა იქნება სხვა წყაროებიც, მათ შორის საინვესტიციო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE