მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ აშშ ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას დაარტყამს, გადაკეტეთ ბაბ-ელ-მანდების სრუტე" - ირანი ჰუსიტებს
"თუ აშშ ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას დაარტყამს, გადაკეტეთ ბაბ-ელ-მანდების სრუტე" - ირანი ჰუსიტებს

"თუ აშშ ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას დაარტყამს, გადაკეტეთ ბაბ-ელ-მანდების სრუტე" - ირანი ჰუსიტებს

BM.GE18 ივლისი, 2026, 01:40|bm.ge

ირანის ხელისუფლებამ იემენურ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰუსიტებს" მოუწოდა, აშშ-ის მიერ ირანულ ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმის შემთხვევაში ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჩაკეტონ და წითელ ზღვაში საზღვაო გადაზიდვები სრულად შეზღუდონ.

არსებული ინფორმაციით, ეს ინიციატივა ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ჰუსიტებს დეტალურად გააცნო და ისიც განუსაზღვრა, როგორ უნდა იმოქმედონ მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში. როგორც Reuters-ი წერს, თეირანმა ეს მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დარტყმებზე დაიწყო საუბარი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წითელ ზღვაში საზღვაო გადაზიდვების შესაძლო ბლოკადა გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს მნიშვნელოვნად გააღრმავებს, რადგან სწორედ ამ მონაკვეთზე გადის გლობალური ნავთობის 12%.

ცნობისთვის, ბაბ-ელ-მანდების სრუტე საერთაშორისო საზღვაო მიმოსვილისთვის სტრატეგიული მონაკვეთია და ის წითელი ზღვის მთავარ კარიბჭედ მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში

ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში

BM.GE

საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია|ზურაბ ძნელაშვილი ინიციატივით გამოდის

საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია|ზურაბ ძნელაშვილი ინიციატივით გამოდის

BM.GE

პარაპლანით ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა - ვინ არიან მომხმარებლები?

პარაპლანით ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა - ვინ არიან მომხმარებლები?

BM.GE

YouTube-ით ფულის შოვნის წესები მკაცრდება - რა ცვლილებები იგეგმება 2027 წლიდან?

YouTube-ით ფულის შოვნის წესები მკაცრდება - რა ცვლილებები იგეგმება 2027 წლიდან?

BM.GE