მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში
ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში

ჯანმრთელობა, ავტო და ქონება: რომელი მიმართულებები ლიდერობენ სადაზღვეოების შემოსავლებში

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 04:21|bm.ge

2026 წლის ექვს თვეში საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 930 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს - ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებული შემოსავლები 128 მილიონი ლარით, ანუ 16%-ით გაიზარდა.

საქართველოს სადაზღვევო სექტორში 2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის სადაზღვევო პრემია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოიზიდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევიდან მოზიდულმა პრემიამ 460.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ ყველაზე მსხვილი მიმართულება სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა იყო, საიდანაც კომპანიებმა 172.3 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს. ქონების დაზღვევაზე 95.9 მილიონი ლარი, სიცოცხლის დაზღვევაზე კი 75.4 მილიონი ლარი მოდიოდა.

სადაზღვევო პრემიის მოცულობა დაზღვევის სახეობების მიხედვით ასეთია:

# დაზღვევის სახეობა 2026 წლის 6 თვე, მლნ ₾ ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით 1 სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა 460.4 23% 2 ავტოდაზღვევა 172.3 11% 3 ქონების დაზღვევა 95.9 0% 4 სიცოცხლის დაზღვევა 75.4 20% 5 სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 44.4 5% 6 სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 17.6 -3% 7 სამოგზაურო დაზღვევა 14 97% 8 უბედური შემთხვევის დაზღვევა 12 12% 9 ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა 10.4 53% 10 ტვირთების დაზღვევა 9.2 1% 11 საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა) 8.3 2% 12 საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა 6.3 -7% 13 დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან 3.4 0% 14 მცურავი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა (კორპუსის დაზღვევა) 0.4 33%

ყველაზე მაღალი ზრდა, მსხვილ სადაზღვევო სახეობებს შორის, სამოგზაურო დაზღვევაში დაფიქსირდა - მოზიდული პრემია 7.1 მილიონი ლარიდან 14 მილიონ ლარამდე, ანუ თითქმის გაორმაგდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა იყო ვალდებულებათა შესრულების დაზღვევაში — 6.8 მილიონიდან 10.4 მილიონ ლარამდე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

BM.GE