მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია|ზურაბ ძნელაშვილი ინიციატივით გამოდის
საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია|ზურაბ ძნელაშვილი ინიციატივით გამოდის

საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტია|ზურაბ ძნელაშვილი ინიციატივით გამოდის

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 04:10|bm.ge

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი კომპანიებისთვის საპენსიო ფონდის მიერ შეფარდებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.

“ეს ჯარიმები ბევრი მიზეზით არის გასაუქმებელი და სუფთა ფურცლიდან არის დასაწყები ურთიერთობა ბიზნესთან”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

საქმე ის არის, რომ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა და 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

საპენსიო ფონდმა 2026 წლის შვიდ თვეში 6.7 მილიონი ლარის ჯარიმები დაუწერა კომპანიებს, რომლებმაც, ფონდის შეფასებით ნაწილობრივ ან სრულად აარიდეს თავი მათი ყველა თანამშრომლის ანაზღაურების 2%-ის ტოლფასი ყოველთვიური საპენსიო შენატანის განხორციელებას თავი.

ზურაბ ძნელაშვილს მიაჩნია, რომ საპენსიო ფონდის მიერ ბიზნესისთვის დაწერილ ჯარიმებს ვერ უშველის ფონდში გასაჩივრების მექანიზმის შემოღება (მით უფრო, რომ ნაწილ მათგანზე გასაჩივრების ვადაც გასულია, ნაწილი კი უკვე აღსრულებაშია გადაცემული).

“ჯერ ერთი, ბიზნესში არ არსებობდა არც ცოდნა და არც გამოცდილება საპენსიო შენატანების დეკლარირების და გადახდის კუთხით და ბიზნესს პირდაპირ შეცდომებზე მოუწია სწავლა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა.

მეორეც, არ არსებობდა არც საპენსიო ფონდის და არც სასამართლო პრაქტიკა ამ ტიპის დარღვევაზე რეაგირების, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიების არასწორად დაჯარიმება გამოიწვია.

მესამე, ხარვეზებია ჯარიმების და საურავების მარეგულირებელ კანონმდებლობაშიც და ადმინისტრირების პრაქტიკაშიც. მაგალითად, საპენსიო შენატანის გადაუხდელობის გამო დაწესებულია ჯარიმაც და საურავიც, რაც ერთი ქმედებისთვის ორი სანქციის შეფარდებას ნიშნავს, ეს კი დაუშვებელია”, - აცხადებს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

როგორც “საპენსიო ფონდის ჯარიმების” თემასთან დაკავშირებულ პოსტში ის წერს, შედეგად - ისედაც გადატვირთული სასამართლო კიდევ დაიტვირთა ამ ჯარიმებზე შეტანილი საჩივრებით (ფონდში გასაჩივრების მექანიზნის არარსებობის გამო, ეს ჯარიმები პირდაპირ სასამართლოში საჩივრდებოდა). ფონდში გასაჩივრების მექანიზმის შემოღების შემდეგ კი, სასამართლოში გაუსაჩივრებელ ჯარიმებზე დიდი ოდენობის საჩივრები ფონდში შევიდა.

“სასამართლო ან ფონდი ამ ჯარიმებს როდის განიხილავს და რა შედეგებს დადებს, ეგ კიდევ ცალკე საკითხია.

დამატებით დაიტვირთა აღსრულების ეროვნული ბიუროც - ძალაში შესული ჯარიმების იძულებით ამოღების მიზნით. ყველა იძულებით აღსრულებაზე კი დაჯარიმებული პირი მოვალეთა რეესტრში ხვდება და დამატებითი შეზღუდვები უწესდება.

მოკლედ, საჭიროა, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით საპენსიო ფონდის მიერ შეფარდებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან ამ პირების გათავისუფლება (ფინანსური ამნისტია).

დღეს ბიზნესისთვის ამაზე ჰუმანურ აქტს პარლამენტი ვერ მიიღებს. ამ ნაბიჯით კი ეშველება ბიზნესსაც, საპენსიო ფონდსაც, აღსრულების ბიუროსაც და სასამართლოსაც”, - წერს ზურაბ ძნელაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

BM.GE