მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში - კობახიძე
თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში - კობახიძე

თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში - კობახიძე

BM.GE21 მაისი, 2026, 04:20|bm.ge

"თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში, საერთოდ", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან თქვა, რომ ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი "ქართულ ოცნებას" ვერ დაამადლის.

„როცა ასეთ ევროკავშირს გამადლის გერმანიის ელჩი [პეტერ ფიშერი], ეს ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი ვერ დაგვამადლის. ჩვენ გვინდა, ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. რა იყო ეს ღირებულება – მინდა, შეგახსენოთ, რომ 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ევროპაში სწორედ 40-იანი წლების ბოლოს. ძირითადად 1949 წლიდან, როდესაც დამყარდა ახალი კონსტიტუციური სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე. აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებები სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით ევროპაში ტრადიციულად. მანამდე გახსოვთ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ა.შ. ათასი უბედურება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ესეც უნდა გავიხსენოთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინცდამაინც ძველი არ არის. დამკვიდრდა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. ამიტომ უნდა შევახსენოთ ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება. შესაბამისად, ისინი მარტივად უნდა გაუმკლავდნენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც აქვს სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია ევროპაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE