მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ, რუსეთის ან უკრაინის ბაზრებზე შეიძლება გარკვეული მოგება იყოს"|სატაცურის მწარმოებელი
"თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ, რუსეთის ან უკრაინის ბაზრებზე შეიძლება გარკვეული მოგება იყოს"|სატაცურის მწარმოებელი

"თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ, რუსეთის ან უკრაინის ბაზრებზე შეიძლება გარკვეული მოგება იყოს"|სატაცურის მწარმოებელი

BM.GE17 მაისი, 2026, 22:36|bm.ge

„თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ და რუსეთს, უკრაინას ან მსგავს ბაზრებს მივმართავთ, იქ შეიძლება გარკვეული მოგებიანობა იყოს”, - ამის შესახებ სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივის “ოზაანის” ხელმძღვანელმა ჯაბა გიგოლაშვილმა BM.GE-სთან ექსპორტის პოტენციალის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ბაზარზე გასვლა დამატებით სერტიფიცირებასა და მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ როცა სხვა რეგიონებში მოთხოვნები შედარებით ნაკლებად მკაცრია.

„აზიისა და არაბეთის ქვეყნებიდან იყო შემოთავაზებები, თუმცა მაშინ ჩვენ საკმარისი მოცულობა არ გვქონდა. ევროპას კი მკაცრი მოთხოვნები აქვს - როგორც შეფუთვაზე, ასევე ხარისხსა და რეგულარულ მიწოდებაზე. კვირაში ან ათ დღეში ერთხელ მინიმუმ ერთი ტონა პროდუქტის მიწოდებაა საჭირო.

თუ ევროპის ბაზარს არ ვირჩევთ და რუსეთს, უკრაინას ან მსგავს ბაზრებს მივმართავთ, იქ შეიძლება გარკვეული მოგებიანობა იყოს. მიზეზი ძირითადად დისტანცია და შედარებით ნაკლები მოთხოვნებია შეფუთვასა და ხარისხზე“, - აღნიშნა კოოპერატივის ხელმძღვანელმა.

2026 წლის იანვარ–მარტში სატაცურის ექსპორტის ღირებულება 14.4%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 16.6%-ით არის შემცირებული. მონაცემების მიხედვით, სატაცურის მთელი ექსპორტი სრულად სომხეთის ბაზარზე გადის.

კერძოდ, მიმდინარე წელს, სომხეთში ექსპორტმა 500 კილოგრამი შეადგინა, რაც 6.5 ათას დოლარს უტოლდება. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სომხეთში 600 კილოგრამი სატაცური გაიყიდა, საერთო ღირებულებით 7.6 ათასი დოლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE