მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე
თუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე

თუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 18:45|bm.ge

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციაზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ კონკრეტული კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში კვების პროდუქტების კონტროლი ზოგადად ხდება.

„ზოგადად კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას - შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს იყო კონკრეტული პრობლემა, მაგრამ მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ რა იყოს მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა გამოძიებას წინ ნუ გავუსწრებთ, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ ამ საკითხზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება შეგვეძლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედი ბაღებიდან სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგაფორმულა
  • პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდაიმედი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
  • ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე

სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

როდესაც განიხილებოდა "ნამახვანის" პროექტი, აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო სუსტი - ირაკლი კობახიძე

როდესაც განიხილებოდა "ნამახვანის" პროექტი, აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო სუსტი - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ევროკავშირმა უკრაინას რაკეტებისა და დრონებისთვის €3.3 მილიარდი გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას რაკეტებისა და დრონებისთვის €3.3 მილიარდი გამოუყო

BM.GE

უორენ ბაფეტი Berkshire-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

უორენ ბაფეტი Berkshire-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

BM.GE