მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაცია დაითვლის რამდენი ობიექტი ქირავდება Airbnb-ით, Booking.com-ით და სხვა პლატფორმებით - ხელშეკრულება
ტურიზმის ადმინისტრაცია დაითვლის რამდენი ობიექტი ქირავდება Airbnb-ით, Booking.com-ით და სხვა პლატფორმებით - ხელშეკრულება

ტურიზმის ადმინისტრაცია დაითვლის რამდენი ობიექტი ქირავდება Airbnb-ით, Booking.com-ით და სხვა პლატფორმებით - ხელშეკრულება

BM.GE5 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპირებს ჩაატაროს კვლევა, რომლითაც ქვეყანაში მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი სასტუმროებისა თუ სხვა ობიექტების სრული ინვენტარიზაცია მოხდება და ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება.

ამ მიზნით უწყებამ გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე ხელშეკრულება გაუფორმა შპს"აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს", რომელმაც 2026 წლის ნოემბრამდე კვლევის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 370 157 ლარია (დღგ-ს ჩათვლით). შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კვლევა მოიცავს როგორც რეგისტრირებულ (სასტუმროები, ჰოსტელები), ისე არარეგისტრირებულ სექტორს (მაგ. Airbnb, აპარტამენტები). კვლევისას გამოყენებული იქნება კომბინირებული მეთოდები: სამაგიდო კვლევა, ციფრული სკანირება (Python-ის გამოყენებით), სატელეფონო (CATI) და პირისპირ (CAPI) გამოკითხვები.

კვლევამ ასევე უნდა გამოავლინოს ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი (Occupancy), საშუალო დღიური ფასი (ADR) და შემოსავალი თითოეულ ნომერზე (RevPAR).

ტურიზმის ადმინისტრაციას კვლევის ჩატარების აუცილებლობას ასე ასაბუთებს:

საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და სახელმწიფო პოლიტიკის სწორი დაგეგმვა მოითხოვს ზუსტ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს. კვლევის მთავარი მიზანია ქვეყანაში მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი განთავსების ობიექტების სრულფასოვანი ინვენტარიზაცია და ერთიანი, სტანდარტიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ან კვარტალურად აკეთებს განთავსების ობიექტების აღწერას, არსებული მონაცემები არასრულია და საჭიროებს შევსებას. ამასთანავე, ბოლო წლებში განთავსების ობიექტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა, ეროვნულ დონეზე სექტორის სრული სურათის დანახვა კვლავ დიდ მეთოდოლოგიურ გამოწვევად რჩება. ეს გამოწვეულია ბაზრის უკიდურესი ფრაგმენტაციითა და სპეციფიკური დინამიკით, რაც სტანდარტული, ტრადიციული აღწერის მეთოდებს (რომლებიც მხოლოდ რეგისტრირებულ ბიზნესებს ითვლის) არასაკმარისს ხდის.

კვლევის მიზანია საქართველოში განთავსების ობიექტების (მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი) ბაზრის სრულყოფილი აღწერა, სტანდარტიზებული მონაცემთა ბაზის ფორმირება და მრავალგანზომილებიანი ანალიზი, რაც უზრუნველყოფს სექტორის სტრუქტურის, დინამიკისა და განვითარების ტენდენციების შეფასებას თანამედროვე ვიზუალური ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე გამოიყო შემდეგი ამოცანები:

• საქართველოში მოქმედი განთავსების ობიექტების ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ ობიექტებს; • მშენებარე და დაგეგმილი განთავსების ობიექტებისა და პროექტების რეესტრის ფორმირება; • მოქმედი, მშენებარე და დაგეგმილი განთავსების ობიექტების ძირითადი მახასიათებლების სისტემური აღრიცხვა და ვალიდაცია (კატეგორია, გეოგრაფიული მდებარეობა, ნომრებისა და საწოლების რაოდენობა, გახსნის პერიოდი, ბრენდი/დეველოპერი და სხვა); • 2025–2026 წლების პერიოდში განთავსების ობიექტების მთავარი KPI-ების, ოპერაციული ეფექტიანობის მაჩვენებლების (Occupancy, ADR, RevPAR) თვიური მონაცემების შეგროვება (სადაც ხელმისაწვდომია); • მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა, მათ შორის დუბლიკატების იდენტიფიკაცია და გაწმენდა, მონაცემთა ვალიდაცია, გეოკოდირება და სტანდარტიზებული კლასიფიკაცია.

კვლევა მოიცავს განთავსების ობიექტების აღწერას შემდეგ ტიპებისთვის:

• რეგისტრირებულ ობიექტებს - განთავსების ობიექტის კატეგორია (სასტუმრო (Hotel), სასტუმრო სახლი / Guesthouse, აპარტ-ოტელი / Serviced Apartments, ჰოსტელი, კოტეჯი და სხვა; • არარეგისტრირებულ ობიექტებს - სასტუმრო (Hotel) (5-ზე მეტი ნომრით), სასტუმრო სახლი / Guesthouse (5-ზე მეტი ნომრით), აპარტ-ოტელი / Serviced Apartments, ჰოსტელი, კოტეჯი, სხვა ობიექტები 5-ზე მეტი ნომრით; • აპარტამენტები და Short rentals (Airbnb) - აპარტამენტების (არის ჩვეულებრივი ბინა საცხოვრებელ ან სასტუმრო ტიპის შენობაში, რომელიც უმეტესად კერძო მფლობელს ეკუთვნის (მაგ. ORBI) და მოკლევადიანი გაქირავების (Short Rentals, Airbnb) შესახებ მონაცემების შეგროვება; • მშენებარე და დაგეგმილი ობიექტები - სასტუმრო (Hotel), საოჯახო სასტუმრო / Guesthouse, აპარტ-ოტელი / Serviced Apartments, ჰოსტელი, კოტეჯი და სხვა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შ.ს.ს აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის მფლობელი ხატია დარგუაშვილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაიმედი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE