მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ტუროპერატორებზე საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედება კიდევ გადავადდება
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ტუროპერატორებზე საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედება კიდევ გადავადდება

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ტუროპერატორებზე საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედება კიდევ გადავადდება

BM.GE26 მაისი, 2026, 12:46|bm.ge

პარლამენტში „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატანი მორიგი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდა, რომელიც დარგში არსებული რეგულაციებისა და საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილება და განმარტებით ბარათში წერია, რომ აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ არსებული კანონი, რომელიც თავის მხრივ 2024 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებით 2026 წლის 1 ივნისამდე გადავადდა, კიდევ ერთხელ გადავადდება, ნაცვლად 2026 წლის 1 ივნისისა, მოთხოვნების უმეტესობა, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნა 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

ასევე, კანონით, ტუროპერატორებს ევალებოდათ 2027 წლის 1 ივნისიდან მოგზაურებიდან მიღებული თანხის ნაწილით სარეზერვო ფონდი შეექმნათ, რაც მომხმარებლებს სააგენტოს მოულოდნელი გაკოტრებისგან დაიცავდა, თუმცა ეს მოთხოვნა 2030 წლის 1 ივნისამდე გადავადდება.

რაც შეეხება სხვა საზედამხედველო პუნქტებსა და სანქციებს, ვადები შემდეგნაირად გადანაწილდა:

• სავალდებულო ბაზაში რეგისტრაცია: ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები (პირველ ჯერზე 500 ლარი, განმეორებითზე – 1 000 ლარი), ნაცვლად 2026 წლის 1 ივნისისა, 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. • უსერტიფიკატო საქმიანობა და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა: რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების უსერტიფიკატოდ განხორციელებისთვის (ჯარიმა 3 000 ლარი, განმეორებით 6 000 ლარი) და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის (გაფრთხილება/ჯარიმა 1 500 ლარი, განმეორებით 3 000 ლარი) განსაზღვრული სანქციები ძალაში შევა 2027 წლის 1 ივნისიდან. • უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულება: ტურიზმის ადმინისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარუდგენლობისა (ჯარიმა 1 000 ლარი, განმეორებით 2 000 ლარი) და გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გარეშე საქმიანობისთვის (ჯარიმა 1 500 ლარი, განმეორებით 3 000 ლარი) სანქციების ამოქმედება გადაიწევს 2030 წლის 1 ივნისამდე. • დაუყოვნებლივ ამოქმედებადი ჯარიმები: ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) მიერ სტატუსის გარეშე საქმიანობისა (1 000 / 2 000 ლარი) და ზედამხედველისთვის ხელის შეშლისთვის (გაფრთხილება ან 500 ლარი / 1 000 ლარი) შეცვლილი ჯარიმები ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან.

კანონპროექტი მნიშვნელოვან შეღავათს აწესებს რეგისტრაციის კუთხით. აქამდე არსებული წესით, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იყვნენ დარეგისტრირებულიყვნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რაც 39 ლარი ღირდა, ხოლო დარღვევა 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. 2026 წლის მაისის დასაწყისის მდგომარეობით, ამ რეესტრში მხოლოდ 1900-მდე სუბიექტი იყო დარეგისტრირებული.

ახალი პროექტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია სრულად უქმდება და იგი ნებაყოფლობითი ხდება (შესაბამისი კოდების შენარჩუნებით). ამის ნაცვლად, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები და გიდები დაექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას უშუალოდ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, რომელიც იქნება ერთჯერადი და სრულიად უფასო, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური ფინანსური გავლენის მქონეა.

საკანონმდებლო ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, პროექტით იცვლება ტერმინოლოგია. მოქმედი კანონით ცალ-ცალკე გამოიყოფოდა სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლები. ვინაიდან ეს საქმიანობები თავისი არსით ისედაც რისკის შემცველია, კანონში ყველა მათგანის ნაცვლად დამკვიდრდება ერთიანი ტერმინი – „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი“.

ამასთანავე, კერძო სადაზღვევო სექტორთან და სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან კონსულტაციების საფუძველზე, იცვლება სავალდებულო დაზღვევის მოდელი. ძველი ვერსიით, ყველა მიმწოდებელს მოეთხოვებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ახალი პროექტით კი მთავრობის დადგენილებით დიფერენცირებულად განისაზღვრება, თუ რომელ სუბიექტს დასჭირდება მხოლოდ პროფესიული, მხოლოდ სამოქალაქო, თუ ორივე სახის დაზღვევა ერთად.

ეს მიდგომა ინდივიდუალურ და მცირე ზომის გიდებს ყოველწლიურ სადაზღვევო ხარჯებს შეუმცირებს, ხოლო მაღალი რისკის ტურების შემთხვევაში (მაგ. ალპინიზმი, ჰელი-სკი), სადაც შესაძლოა ორივე პოლისი მოითხოვონ, ხარჯი გაიზრდება, რაც აისახება პროდუქტის საბოლოო თვითღირებულებაზეც. ამასთან, სადაზღვევო კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან სპეციფიკური, კომბინირებული სადაზღვევო პაკეტები.

წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი არიან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გადაარჩინე "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია

გადაარჩინე "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" თვეში 1 ლარიდან – მხარდაჭერის კამპანია

BM.GE

ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი

ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი

ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი

BM.GE