მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი შესრულდა - ელჩის მიმართვა
თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი შესრულდა - ელჩის მიმართვა

თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი შესრულდა - ელჩის მიმართვა

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 16:55|bm.ge

დღეს, 2026 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკა დაარსების 103-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, მუსტაფა თურქერ არიმ სპეციალური განცხადება ავრცელებს, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უპირობოდ უჭერს.

„ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონისთვისაც. თურქეთს გააჩნია მტკიცე პოლიტიკური ნება, კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები ყველა შესაძლო მიმართულებით“, — აცხადებს ელჩი.

განცხადების თანახმად, თურქეთი უკვე 18 წელია საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 3.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2026 წლის პირველ რვა თვეში ამ მაჩვენებელმა უკვე 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ელჩის თქმით, მხარეები აქტიურად მუშაობენ, რათა წლიური სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს, რასაც დამატებით ბიძგს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აძლევს.

დღესდღეობით საქართველოში თითქმის 3 000 თურქული კომპანია ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, სტუმარმასპინძლობა, სამოქალაქო ავიაცია, განახლებადი ენერგია და წარმოება. საქართველოში განხორციელებულმა თურქულმა ინვესტიციებმა ჯამში 2.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო სამშენებლო პროექტების საერთო ღირებულება 5.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მუსტაფა თურქერ არიმ გაიხსენა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ეტაპები — 1918 წლის 4 ივნისის „მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება“ და 1921 წლის 8 თებერვალი, როდესაც საქართველოს პირველმა ელჩმა, სიმონ მდივანმა მუსტაფა ქემალ ათათურქს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

დიპლომატიურ ურთიერთობათა აღდგენიდან გასული 35 წლის მანძილზე თანამშრომლობა გაფართოვდა განათლების, კულტურის, ტურიზმის, საბანკო და სამხედრო სფეროებში. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა თავდაცვის ინდუსტრიაში არსებული დიდი პოტენციალი და ახალი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა გლობალურ დიპლომატიაში თურქეთის როლზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ქვეყანა პრინციპულ, მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც ათათურქის ცნობილ დევიზს — „მშვიდობა — სახლში, მშვიდობა — მსოფლიოში“ ეფუძნება.

განცხადების დასასრულს თურქეთის ელჩმა შოთა რუსთაველის სიტყვები ციტირებით გაიხსენა — „სიყვარული მოყვასისა, უმტკიცესია ყოვლისა“ - და ქართველ ხალხს დღესასწაულისა და სიხარულის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაღალი წნევის სარეცხი აპარატები (სად იყიდება კერხერი) და როგორ გამოიყენება

მაღალი წნევის სარეცხი აპარატები (სად იყიდება კერხერი) და როგორ გამოიყენება

BM.GE

სექტემბერში, ბანკებმა რეკორდული - 718 მილიონი ლარის ახალი იპოთეკური სესხები გასცეს

სექტემბერში, ბანკებმა რეკორდული - 718 მილიონი ლარის ახალი იპოთეკური სესხები გასცეს

BM.GE

მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით მიტანილი იერიშის გამო აეროპორტებში ფრენები შეიზღუდა

მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით მიტანილი იერიშის გამო აეროპორტებში ფრენები შეიზღუდა

BM.GE

აჩხოტი-სნო-ჯუთას გზის რეაბილიტაციის 80-მილიონიან ტენდერში "კავკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა

აჩხოტი-სნო-ჯუთას გზის რეაბილიტაციის 80-მილიონიან ტენდერში "კავკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა

BM.GE