მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავით სონღულაშვილი SDC-ს ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს?
დავით სონღულაშვილი SDC-ს ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს?

დავით სონღულაშვილი SDC-ს ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 22:45|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ხელმძღვანელთან, როჯერ ოკლისთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაისა და ღვინის წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ხელშეწყობას.

„რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მწარმოებლებს ჰქონდეთ თანამედროვე ცოდნაზე, ფინანსურ რესურსებსა და ბაზრებზე წვდომა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და რეგიონებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) მიზნად ისახავს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეკონომიკურ პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას. პროექტის პირველი ფაზის (2022–2026 წლები) ბიუჯეტი შვეიცარიის მხრიდან 3 840 000 შვეიცარიული ფრანკია.

პროექტის ფარგლებში გურიისა და სამეგრელოს ჩაის მწარმოებლებს გაეწიათ მარკეტინგული და ბიზნეს მხარდაჭერა. შეიქმნა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“, რომელიც 27 მწარმოებელს აერთიანებს და ქართული ჩაის პოპულარიზაციას ემსახურება. ქვემო ქართლში დაფუძნდა მეღვინეთა კავშირი, რომელიც 25 მეღვინეს აერთიანებს; მხარდაჭერა გაეწია სექტორის 59 წარმომადგენელს, გაიზარდა ადგილობრივი ღვინოების ცნობადობა და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები.

პროექტი ასევე ხელს უწყობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნით შემუშავდა ხუთი ტურისტული მარშრუტი და განხორციელდა ორი საერთაშორისო სატესტო ტური.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE