მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთში iPhone 17 Pro ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე აშშ-ში: ყველაზე ძვირი/იაფი ბაზრები სმარტფონის საყიდლად
თურქეთში iPhone 17 Pro ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე აშშ-ში: ყველაზე ძვირი/იაფი ბაზრები სმარტფონის საყიდლად

თურქეთში iPhone 17 Pro ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე აშშ-ში: ყველაზე ძვირი/იაფი ბაზრები სმარტფონის საყიდლად

BM.GE2 აგვისტო, 2026, 04:43|bm.ge

Deutsche Bank Research-ის ანგარიში "მსოფლიო ფასების რუკა 2026" ერთი და იმავე 256-გიგაბაიტიანი iPhone 17 Pro-ს ფასს სხვადასხვა ქვეყანაში ადარებს. კვლევამ აჩვენა, რომ რეიტინგის ყველაზე ძვირად ღირებულ ნაწილს ძირითადად ევროპული ქვეყნები იკავებენ.

შედარება ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ფასებს შორის სხვაობა ევროპასა და აშშ-ს შორის ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა.

ევროპაში ყველაზე დაბალ ფასს მომხმარებელს შვეიცარია სთავაზობს

გაანალიზებულ 21 ევროპულ ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი ფასი შვეიცარიაში ფიქსირდება და ის 1 187 ევროს შეადგენს. რეიტინგის საპირისპირო ბოლოში კი თურქეთი აშკარა გამონაკლისია: აქ იგივე ტელეფონი 2 222 ევრო ღირს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შესწავლილ 41 ბაზარს შორის.

უნგრეთი ევროპაში სიძვირით მეორე ადგილზეა 1 565 ევროთი. ეს 657 ევროთი ნაკლებია თურქეთის მაჩვენებელზე, თუმცა 378 ევროთი მეტია შვეიცარიის ფასთან შედარებით.

ბაზრებს შორის, iPhone 17 Pro აშშ-თან შედარებით უფრო იაფი მხოლოდ იაპონიაშია. აშშ-ში ტელეფონი 1 012 ევრო (ან 1 181 დოლარი) ღირს, ხოლო იაპონიაში - 961 ევრო (ან 1 121 დოლარი). სამხრეთ კორეაში კი ფასი ზუსტად ემთხვევა ამერიკულს.

"იაპონია გთავაზობთ ყველაზე იაფ iPhone-ს იენის სისუსტის ფონზე. სამხრეთ კორეა კი კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ბაზრად, რაც კორეული გიგანტის, Samsung-ის მხრიდან ადგილობრივი კონკურენციით არის განპირობებული", - ნათქვამია ანგარიშში.

გადასახადებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ანგარიშში ყურადღება გადასახადების როლზეა გამახვილებული, რაც ევროპის მასშტაბით iPhone-ის ფასებს შორის დიდ სხვაობას იწვევს. კვლევა ხაზს უსვამს, რომ გადასახადები მნიშვნელოვნად ზრდის ტელეფონის ფასს უნგრეთში, სადაც დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) 27%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია თითქმის ყველა სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ეკონომიკაა, კვლევაში ის ყველაზე იაფ ევროპულ ქვეყნად მოხვდა მისი დაბალი, 8.1%-იანი დღგ-ის წყალობით.

ყველაზე ძვირი/იაფი ბაზრები iPhone 17 Pro 256 GB-ის საყიდლად:

ქვეყანა ფასი (€ / EUR) თურქეთი 2,222 ბრაზილია 1,937 ეგვიპტე 1,605 უნგრეთი 1,565 ნორვეგია 1,446 მექსიკა 1,420 შვედეთი 1,372 პოლონეთი 1,361 ჩეხეთი 1,359 ფინეთი 1,353 საბერძნეთი 1,342 პორტუგალია 1,342 ირლანდია 1,332 იტალია 1,332 დანია 1,331 ბელგია 1,323 ნიდერლანდები 1,323 საფრანგეთი 1,323 ესპანეთი 1,312 გერმანია 1,293 ავსტრია 1,293 ლუქსემბურგი 1,279 დიდი ბრიტანეთი 1,265 ინდოეთი 1,223 ავსტრალია 1,211 საუდის არაბეთი 1,188 შვეიცარია 1,187 ახალი ზელანდია 1,174 სინგაპური 1,169 მალაიზია 1,159 ტაილანდი 1,157 ჩინეთი 1,142 ვიეტნამი 1,140 ფილიპინები 1,137 კანადა 1,107 არაბთა გაერთიანებული საამიროები 1,096 ტაივანი 1,083 ჰონგ-კონგი 1,029 სამხრეთ კორეა 1,012 აშშ 1,012 იაპონია 961

ევროპის ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის, iPhone 17 Pro ყველაზე იაფი გაერთიანებულ სამეფოშია (1 265 ევრო ან 1 080 ფუნტი სტერლინგი), ხოლო ყველაზე ძვირი - იტალიაში (1 332 ევრო).

რამდენად ძვირია ევროპა აშშ-თან შედარებით?

ანგარიშში აშშ-ში iPhone-ის ფასი 100-ქულიან საბაზისო ნიშნულადაა აღებული და სხვა ქვეყნების ფასებთანაა შედარებული. თურქეთში iPhone 17 Pro ამერიკულ ფასზე 2.19-ჯერ მეტი, ანუ 119%-ით ძვირი ღირს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები ამერიკულ ფასზე ორჯერ მეტს იხდიან.

თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა სიაში, სადაც ტელეფონის ფასი ორჯერ აღემატება ამერიკულს.

თურქეთის ასეთი მკვეთრი ლიდერობის მთავარი მიზეზი სპეციალური სამომხმარებლო გადასახადია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქეები საზღვარგარეთ (მაგალითად, აშშ-ში) მიემგზავრებიან iPhone-ის შესაძენად, მათ თურქეთში დაბრუნებისას უნდა გადაიხადონ "IMEI-ს რეგისტრაციის საფასური" 54 258 თურქული ლირის ოდენობით (1 006 ევრო ან 1 147 დოლარი). ეს თანხა მხოლოდ 34 დოლარით ნაკლებია თავად ამერიკაში ტელეფონის ღირებულებაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაზე ნაკლებად/მეტად კორუმპირებული ქვეყნები - სად არის საქართველო?

ყველაზე ნაკლებად/მეტად კორუმპირებული ქვეყნები - სად არის საქართველო?

BM.GE

Big Tech-ის ინვესტიციებმა ხელოვნურ ინტელექტში $1.1 ტრილიონს გადააჭარბა - FT

Big Tech-ის ინვესტიციებმა ხელოვნურ ინტელექტში $1.1 ტრილიონს გადააჭარბა - FT

BM.GE

მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა

მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა

BM.GE

ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები

ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები

BM.GE