მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სითი მოლთან" ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ ნაკადებს დავაკვირდებით და საჭიროებისას დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ - კალაძე
"სითი მოლთან" ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ ნაკადებს დავაკვირდებით და საჭიროებისას დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ - კალაძე

"სითი მოლთან" ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ ნაკადებს დავაკვირდებით და საჭიროებისას დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ - კალაძე

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 16:18|bm.ge

საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდება, რის შემდეგაც მუნიციპალური სამსახურები სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგს გააგრძელებენ.

მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი ქაოსური მოძრაობის მოწესრიგება, კონფლიქტური მანევრების შემცირება და ქვეითთა გადაადგილების გაუმჯობესებაა. თუმცა, მერიაში არ გამორიცხავენ, რომ დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, სქემაში დამატებითი კორექტირებები შეიტანონ.

„ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების გადაადგილებას კვლავ დააკვირდებიან და თუ კიდევ რაიმე სახის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ტერიტორიაზე აქამდე შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ ქვეითად მისასვლელი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძენეტგაზეთი
  • კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებსრუსთავი 2
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

საქართველო რუსეთის უკანა ეზო გახდა…ეკონომიკის ზრდა საგარეო შოკებისა და ჩრდილოვანი ნაკადების შედეგია|ეკონომისტი

საქართველო რუსეთის უკანა ეზო გახდა…ეკონომიკის ზრდა საგარეო შოკებისა და ჩრდილოვანი ნაკადების შედეგია|ეკონომისტი

BM.GE

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

BM.GE

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

BM.GE

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

BM.GE