მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში" - ირაკლი კობახიძე
"თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში" - ირაკლი კობახიძე

"თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში" - ირაკლი კობახიძე

BM.GE16 ივლისი, 2026, 21:59|bm.ge

"თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში თურქმენული კაპიტალის მონაწილეობით ძალიან ბევრი კომპანია საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

"ჩვენ ვხედავთ პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და წარმოების მიმართულებით. აღნიშნულ სექტორებში თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ახალი ეკონომიკური ღირებულება, გავზარდოთ ინვესტიციების მოცულობა, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და გავხსნათ ახალი გზები ქართული და თურქმენული კომპანიებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მისასალმებელია თურქმენეთის ინტერესი საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.

„მივესალმებით თურქმენეთის ინტერესს, საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად. დღეს, როგორც არასდროს, კერძო სექტორის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბიზნესი გარდაქმნის ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ პარტნიორობას კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტუნარიან გარემოს, ხოლო კერძო სექტორი ქმნის ახალ ინიციატივებს, ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოში თურქმენეთის დელეგაცია დღეს ჩამოვიდა.

როგორია ეკონომიკური კავშირები თურქმენეთთან

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთიმედი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

BM.GE