მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney
გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney

გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიაა - Euromoney

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 17:15|bm.ge

გალტ & თაგარტი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, Markets Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანია“ (Georgia’s Best Broker).

გამარჯვებულები კვლევის კომპლექსური პროცესის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც მოიცავდა კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების შეფასებას, ბაზრის კვლევას, ბაზრის მონაწილეებთან ინტერვიუებსა და დამოუკიდებელ ანალიზს.

გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურება მომხმარებლებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებულ მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს. მომსახურება აერთიანებს გლობალურ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, ადგილობრივ და რეგიონულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, პერსონალიზებულ მომსახურებასა და ინვესტირების მოქნილ გზებს.

კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 50-ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზე 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე მიიღონ წვდომა და საკუთარი საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დივერსიფიცირებული პორტფელი შექმნან. ამასთან, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, მათ შორის, ადგილობრივ ობლიგაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთი პლატფორმის მეშვეობით ისარგებლონ როგორც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტებით, ისე ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების შესაძლებლობებით. Euromoney Markets Awards-ის ფარგლებში მიღებული აღიარება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი საბროკერო მომსახურების შეთავაზების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ გაიგეთ მეტი: https://galtandtaggart.com/ka/brokerage

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

სომხეთის მთავრობამ თურქეთთან საზღვრის გახსნაზე ანკარასთან და ბაქოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

BM.GE

რუსეთში იმპორტის ანგარიშსწორების 70% საბანკო სისტემის მიღმა გადავიდა

რუსეთში იმპორტის ანგარიშსწორების 70% საბანკო სისტემის მიღმა გადავიდა

BM.GE

მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?

მთაწმინდაზე მ² საშუალო ფასი ₾7 000-ია, ვაკეში ₾6 000 - სად ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი თბილისში?

BM.GE

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

BM.GE