
თურქული საფონდო ბირჟის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
BM.GE|bm.ge
თურქული საფონდო ბირჟის Borsa Istanbul-ის გენერალური დირექტორი კორკმაზ ენეს ერგუნი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, სტამბოლის მთავარი პროკურატურის გამოძიების ფარგლებში, დაკავებულს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაც ედება ბრალად და ფინანსურ ბაზრებზე მანიპულაციაც.
ცნობისთვის, გასულ თვეს თურქეთის მარეგულირებელმა ორგანომ 7 საინვესტიციო კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული 131 ფონდის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. თავად ეს გადაწყვეტილება კი ფონდების მხრიდან ფინანსური ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობას უკავშირდებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორკმაზ ენეს ერგუნის დაკავება სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge