მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - Netgazeti
თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - Netgazeti

თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი4 ნოემბერი, 2026, 15:53|netgazeti.ge

პოლონეთში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულის ჩადენაში საქართველოს 29 წლის მოქალაქეა ეჭვმიტანილი. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლონეთში დააკავეს საქართველოს 29 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ბარსელონიდან ვარშავაში მიმავალი თვითმფრინავის არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კაცს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

29 წლის მამაკაცს, თუ ბრალი დაუდასტურდა, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლონეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ნოვოდვორის პოლიციამ მიიღო შეტყობინება ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

“ეკიპაჟის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მგზავრობისას ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. შემდგომი მოქმედებების მსვლელობისას გაირკვა, რომ დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა. დამნაშავე კი საქართველოს 29 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. მამაკაცი დააკავეს.

შეგროვებულმა მტკიცებულებებმა შესაძლებელი გახადა ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენება, რაც გულისხმობდა არასრულწლოვნის მიმართ მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ქმედების იძულებას.

გასულ შაბათს ნოვი დვურ მაზოვიეცკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი პროკურატურის შუამდგომლობა და 29 წლის მამაკაცის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის აღკვეთის ღონისძიება — წინასწარი პატიმრობა”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.,

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • აჭარაში 13 400 ყალბი დოლარის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესBM.GE
  • პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავესფორმულა
  • პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავარუსთავი 2
  • პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავატვ პირველი
ბრალდებით →ძალადობის →

მსგავსი სტატიები

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში

ნეტგაზეთი

აფგან სადიგოვი “პოლიტიკური განცხადების” გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

აფგან სადიგოვი “პოლიტიკური განცხადების” გამო სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

ნეტგაზეთი

ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი 2027-28 წლებში შეიტანოს

ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი 2027-28 წლებში შეიტანოს

ნეტგაზეთი