მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება - მაკა ბოჭორიშვილი
„თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება - მაკა ბოჭორიშვილი

„თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE15 მაისი, 2026, 14:02|bm.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ - ამის შესახებ მან მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.

„თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება“, - განაცხადა მან.

უწყების ცნობით, მინისტრმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა.

ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების საკითხზე და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენელს მოლდოვაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

„დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფასა და საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომს და აღნიშნა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს:

„დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა, და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.”

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

BM.GE

გამოვრიცხეთ ე.წ. "პირამიდის პრინციპით" ტენდერებში შემოსვლა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

გამოვრიცხეთ ე.წ. "პირამიდის პრინციპით" ტენდერებში შემოსვლა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

BM.GE

"ითქვა, რომ შავ სიას ყურადღება მიექცევა და ალბათ, უფრო გამკაცრდება" - "ინსის" დირექტორი

"ითქვა, რომ შავ სიას ყურადღება მიექცევა და ალბათ, უფრო გამკაცრდება" - "ინსის" დირექტორი

BM.GE

საქართველო ცემენტის წარმოებაში სრულიად თვითკმარი გახდება - ირაკლი კობახიძე "ჰანიველ ცემენტის" ახალ პროექტზე

საქართველო ცემენტის წარმოებაში სრულიად თვითკმარი გახდება - ირაკლი კობახიძე "ჰანიველ ცემენტის" ახალ პროექტზე

BM.GE