მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თვალთვალის კანონის მისაღებად EU "ბანანის რესპუბლიკებისთვის" დამახასიათებელ ხრიკებს იყენებს - დუროვი
თვალთვალის კანონის მისაღებად EU "ბანანის რესპუბლიკებისთვის" დამახასიათებელ ხრიკებს იყენებს - დუროვი

თვალთვალის კანონის მისაღებად EU "ბანანის რესპუბლიკებისთვის" დამახასიათებელ ხრიკებს იყენებს - დუროვი

BM.GE12 ივლისი, 2026, 17:26|bm.ge

Telegram-ის თანადამფუძნებელი, პაველ დუროვი ევროკავშირს საეჭვო პროცედურული ხრიკების გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბლოკი თვალთვალის შესახებ სადავო კანონმდებლობის გასატანად ისეთ მეთოდებს მიმართავს, რაც ჩვეულებრივ, განვითარებადი ქვეყნების რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, მომხმარებელთა პირადი შეტყობინებები დაასკანერონ ოფიციალური ვერსიით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემცველი მასალების აღმოსაჩენად. კრიტიკოსებმა ამ ინიციატივას უკვე შეარქვეს „ჩატების კონტროლის“ კანონი.

„ხრიკები, რომლებიც ერთ დროს ბანანის რესპუბლიკებისთვის იყო ტიპური, ახლა ევროკავშირის მიერ გამოიყენება თვალთვალის კანონების მისაღებად“, - დაწერა დუროვმა სოციალურ ქსელ X-ში.

დუროვის ეს კრიტიკა მოჰყვა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც აღნიშნული სადავო რეგულაციის განხილვა ხელახლა დაიწყო. დოკუმენტის მოქმედების ვადა აპრილში ამოიწურა, რადგან ევროპარლამენტარებმა, კონფიდენციალურობის დარღვევის გამო გამოწვეული პროტესტის ფონზე, საერთო ენა ვერ გამონახეს.

თუმცა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის ლიდერებს მოლაპარაკებების განახლება სთხოვა. ევროპულმა საბჭომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკითხი პლენარულ სესიაზე კენჭსაყრელად დააბრუნა. საერთაშორისო მედია წერს, რომ ამავდროულად, კანონმდებლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ ევროკომისიის წევრები და სამართალდამცავები, მათ შორის ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი, კატრინ დე ბოლი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი „ბავშვების დასაცავად“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მედია გამოცემა Euractiv-ის ცნობით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), რომლის წევრიც რობერტა მეცოლაა, კენჭისყრისთვის იშვიათი საკანონმდებლო პროცედურა გამოიყენა. ამ წესის მიხედვით, ინიციატივის ჩასაგდებად ან მასში ცვლილებების შესატანად აბსოლუტური უმრავლესობა სულ მცირე 361 ევროპარლამენტარის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრა კი ზაფხულის არდადეგების წინა დღეს ჩაინიშნა, როდესაც პარლამენტში დეპუტატთა სრული დასწრება თითქმის გამორიცხული იყო. შედეგად, პროექტი მაინც გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე მზადდება უფრო ფართო ჩარჩო „ჩატების კონტროლი 2.0“, რომელიც კომპანიებს აიძულებს, წაიკითხონ ისეთი მიმოწერებიც, რომლებიც ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (end-to-end encryption) სისტემით არის დაცული და ამჟამად სკანირებას არ ექვემდებარება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ ყიდულობს ყველაზე მეტ ოქროს 2026 წელს? - ქვეყნების რეიტინგი

ვინ ყიდულობს ყველაზე მეტ ოქროს 2026 წელს? - ქვეყნების რეიტინგი

BM.GE

ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

BM.GE

საწვავის მზარდი ფასების ფონზე, მომხმარებლები ელექტრომანქანებს ირჩევენ - E-Motros

საწვავის მზარდი ფასების ფონზე, მომხმარებლები ელექტრომანქანებს ირჩევენ - E-Motros

BM.GE

"[იმპორტირებულ პროდუქციას] კონკურენციას ფაქტობრივად ვერ ვუწევთ" – "ლორუკა"

"[იმპორტირებულ პროდუქციას] კონკურენციას ფაქტობრივად ვერ ვუწევთ" – "ლორუკა"

BM.GE