მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტყის სექტორს დეცენტრალიზაცია სჭირდება, მის გარეშე რეფორმა სრულყოფილი არ იქნება - ნინო ჩხობაძე
ტყის სექტორს დეცენტრალიზაცია სჭირდება, მის გარეშე რეფორმა სრულყოფილი არ იქნება - ნინო ჩხობაძე

ტყის სექტორს დეცენტრალიზაცია სჭირდება, მის გარეშე რეფორმა სრულყოფილი არ იქნება - ნინო ჩხობაძე

BM.GE15 მაისი, 2026, 16:04|bm.ge

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ტყის სექტორში დაგეგმილი ცვლილებები სისტემის გაუმჯობესებისთვის საკმარისი არაა.

როგორც ნინო ჩხობაძემ BMG-ის განუცხადა, ტყის მცველების პოზიციის შექმნა და ამ მიმართულებით საკადრო რესურსის ზრდა, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა მისივე თქმით, ტყის სექტორის რეფორმა პირველ რიგში, დეცენტრალიზაციას და სატყეო მეურნეობების აღდგენას საჭიროებს.

„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ რამენაირად გამოვასწოროთ სიტუაცია სატყეო სექტორში. დაახლოებით 30 წელია მეტი თუ არა, საქართველოს ტყის სექტორთან დაკავშირებით, ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით ნორმალურ რეფორმაზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ისე მოხდა, რომ უცებ დავკარგეთ ტყის მცველები, რომელიც უფრო მეტი უნდა ჰყავდეს სატყეო სააგენტოს, ვიდრე ახლა იქნება. უკანონო ჭრების რაოდენობა ნამდვილად გაზრდილია და იქ კიდევ სხვადასხვა სქემები მუშაობს მთელ რეგიონებში და ერთ-ერთი სქემა, რომელიც მუშაობდა, იყო ძალიან უცნაური. უკანონოდ ჭრიდნენ ხეს და შემდეგ ცდილობდნენ, დაეკანონებინათ და ეს იყო სერიოზული პრობლემა ტყის სექტორის მართვაში. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, როდესაც ტყის მცველები აღარ ჰყავდა სატყეოს, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და სამწუხაროდ, გაკეთდა.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს რეფორმა არ არის სრულფასოვანი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ სატყეო მეურნეობების აღდგენას, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში უცებ გაქრა და გაკეთდა ძალიან ცენტრალიზებული სტრუქტურა, რაც აბსოლუტურად აზიანებს ტყის მართვის სისტემას. თანაც, ვისაც მიჰბაძეს იმ პერიოდში, ეს იყო რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ფედერაციამ დიდი ხანია უკვე ტყის სტრუქტურები ისევ ისე დაალაგა. ჩვენ ვერა და ვერ გადავდგით ეს ნაბიჯი. ისევ ცენტრალიზებული სტრუქტურა გვაქვს, არა გვაქვს ადგილებზე სატყეო მეურნეობები და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს სიტუაციას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი, რაც ახლა იდგმება რომ ტყის მცველები დაემატა სატყეო დარგს, არის კარგი, უბრალოდ ეს არ იქნება საკმარისი. ტყეს სჭირდება სერიოზული მოვლა, მას სჭირდება ადგილებზე სატყეო სისტემის დეცენტრალიზაცია. ჩვენ ძალიან ბევრი მოთხოვნით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებით გვევალება დეცენტრალიზაციის გაკეთება და არა ცენტრალური სტრუქტურების გაკეთება. ძალიან ბევრი საკითხი არის კიდევ გადასაჭრელი, მათ შორის ტყის მიწებთან დაკავშირებით, ანუ სატყეო ფონდთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მძიმე და მტკივნეული საკითხი დღეს საქართველოში და მე ვიტყოდი, რომ ტყის მცველები ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. შემდგომში ველოდები სერიოზულ რეფორმებს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, „ტყის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციის აღდგენა და „ტყის მცველის“ პოზიციის შექმნა იგეგმება. ამასთან, იცვლება ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის წესი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • TI: ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებსტვ პირველი
  • ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაფორმულა
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
გარეშე →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE