მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტყლაპის წარმოებას დაახლოებით 100%-ით გავზრდით|"ტილისკვერი" გეგმებზე
ტყლაპის წარმოებას დაახლოებით 100%-ით გავზრდით|"ტილისკვერი" გეგმებზე

ტყლაპის წარმოებას დაახლოებით 100%-ით გავზრდით|"ტილისკვერი" გეგმებზე

BM.GE11 მაისი, 2026, 04:17|bm.ge

ტყლაპის მწარმოებელი კომპანია „ტილისკვერი“ წარმოების მოცულობის 100%-ით ზრდას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ქაჯაიამ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, წარმოების გაფართოების საფუძველი ახალი, 21 000-ლარიანი მაცივარია, რომელიც მერიის თანადაფინანსებით შეიძინა. როგორც ქაჯაია განმარტავს, თანამედროვე აღჭურვილობა საშუალებას მისცემს სეზონური ხილის უფრო დიდი მოცულობით დამუშავებასა და შენახვას, რაც წარმოების ზრდას პირდაპირ უკავშირდება.

„ახლა მაცივარი უკვე მაქვს, უბრალოდ ჯერ ხილი არ არის. როგორც კი სეზონური ხილი შემოვა, მთლიანად დავტვირთავთ და წარმადობა დაახლოებით 100%-ით გაიზრდება“, - განაცხადა თამარ ქაჯაიამ.

ჩვენთან კომენტირებისას ის გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს და იხსენებს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიამ არსებული შეკვეთების დროულად შესრულება ვეღარ შეძლო. ამის გამო წარმოება დროებით შეაჩერეს, რათა დაგროვილი მარაგები დაერეგულირებინათ და შემდგომში უკვე გაზრდილ მოცულობაზე გადაესწორებინათ პროცესი.

რაც შეეხება პროდუქციის ფასს, კომპანია ფასების კორექტირებასაც განიხილავს, რადგან ნედლეული და კომუნალური ხარჯები გაიზარდა. ამ ეტაპზე 100 გრამი ტყლაპის ფასი 3-დან 8 ლარამდე მერყეობს, ხოლო შესაძლო ზრდა დაახლოებით 50 თეთრით განიხილება.

„ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება, თუმცა ამ ზრდისთვის მზად არ აღმოვჩნდი. ახლა, ახალი რესურსებით, წარმოების სრულად დატვირთვას ვგეგმავთ“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

კომპანია „ტილისკვერი“ ორხევში მდებარეობს და ის პანდემიის პერიოდში შეიქმნა. რაც შეეხება სახელს, თამარ ქაჯაიას განმარტებით, ის მეგრულად ტყლაპს ნიშნავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE