მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უახლოეს დროში მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება" - სახელმწიფო ელექტროსისტემა
"უახლოეს დროში მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება" - სახელმწიფო ელექტროსისტემა

"უახლოეს დროში მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება" - სახელმწიფო ელექტროსისტემა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 01:52|bm.ge

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია.

სსე-ში აღნიშნავენ, რომ უახლოეს დროში ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება.

რაც შეეხება გათიშვის მიზეზს, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს რიგით მესამე შემთხვევაა, 24-25 ივლისს დაფიქსირებულის შემდეგ.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სემეკი ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა ორი ენერგოსისტემის გამიჯვნა, რის შემდეგაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა. კომისიის ინფორმაციით, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რასაც კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE