მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა
Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა

Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა

BM.GE27 მაისი, 2026, 04:50|bm.ge

გუშინ Delivery Hero-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა, რაც Financial Times-ის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ამერიკული Uber-ი გერმანული ონლაინ-მიწოდების სერვისის შესყიდვას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ Delivery Hero-მ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა Uber-ისგან თითო აქციაში 33 ევროს ოდენობის შეთავაზების მიღება, რაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას 10 მილიარდ ევროზე მეტად აფასებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Financial Times-ის ინფორმაციით, Uber-ის დირექტორთა საბჭო შაბათს ბერლინში ბაზირებული კომპანიის შესყიდვის გაუმჯობესებული პირობების განსახილველად შეიკრიბა. Uber-ის მხრიდან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც Delivery Hero-ს ერთ-ერთმა მსხვილმა აქციონერმა აქამდე წარმოდგენილი შეთავაზება უარყო.

ცნობისთვის, ამ გარიგების წარმატებით დასრულება კვების მიწოდების სექტორში კონსოლიდაციას გაზრდის, ვინაიდან გასულ წელს DoorDash-მა Deliveroo შეიძინა, Prosus-მა კი Just Eat-ი შეისყიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE