
უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა
უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2026 წლის მაისის ბოლოსთვის 47.2 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც ერთწლიან ჭრილში 5.4 მილიარდი ლარით, ანუ 12.9%-ით გაზრდილი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი - 4.96 მილიარდი ლარის სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე არის გაცემული. ამასთან, აღნიშნული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი (18%) ასწრებს ზოგადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპს, რაც 12.9%-ს შეადგენს.
გარდა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორისა, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საბანკო დაკრედიტებაში უძრავი ქონების მენეჯმენტსაც, რაზეც ბანკებს 4.48 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. ამასთან, აღნიშნულ სექტორში დაკრედიტება წლიურად 15%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის მაისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:
# სექტორი სასესხო პორტფელი 2026 წლის მაისის მდგომარეობით - ლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 უძრავი ქონების დეველოპმენტი 4.96 მილიარდი ლარი; 18% 2 სერვისი 4.48 მილიარდი ლარი; 15% 3 უძრავი ქონების მენეჯმენტი 4.17 მილიარდი ლარი; 20% 4 სოფლის მეურნეობის სექტორი 3.77 მილიარდი ლარი; 11% 5 ენერგეტიკა 3.04 მილიარდი ლარი; 19% 6 სასტუმროები და ტურიზმი 2.94 მილიარდი ლარი; -8% 7 სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2.85 მილიარდი ლარი; 21% 8 ვაჭრობა (სხვა) 2.14 მილიარდი ლარი; -4% 9 სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2.09 მილიარდი ლარი; -3% 10 სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1.91 მილიარდი ლარი; 2% 11 საფინანსო ინსტიტუტები 1.51 მილიარდი ლარი; 54% 12 სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1.22 მილიარდი ლარი; 24% 13 ჯანდაცვა 1.04 მილიარდი ლარი; -26% 14 რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 991 მილიონი ლარი; 9% 15 ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 989 მილიონი ლარი; 28% 16 წარმოება (სხვა) 961 მილიონი ლარი; 7% 17 მათ შორის: ექსპორტიორები 874 მილიონი ლარი; 25% 18 მძიმე მრეწველობა 791 მილიონი ლარი; -1% 19 ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 790 მილიონი ლარი; 7% 20 სხვა 670 მილიონი ლარი; 90% 21 ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 629 მილიონი ლარი; -9% 22 ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 516 მილიონი ლარი; 334% 23 ავტომობილების დილერები 309 მილიონი ლარი; 10% 24 ტელეკომუნიკაცია 294 მილიონი ლარი; -7% 25 საბითუმო ლომბარდი 288 მილიონი ლარი; 13% 26 ფარმაცევტიკა 259 მილიონი ლარი; 39% 27 სახელმწიფო ორგანიზაციები 44 მილიონი ლარი; 16%
BM.GE
წყარო: bm.ge