მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უფრო მავნებლობის რისკებს შეიცავს, ვიდრე დადებითი ეფექტისას - ალავიძე სანდო ბანკების ლიცენზირების გამარტივებაზე
უფრო მავნებლობის რისკებს შეიცავს, ვიდრე დადებითი ეფექტისას - ალავიძე სანდო ბანკების ლიცენზირების გამარტივებაზე

უფრო მავნებლობის რისკებს შეიცავს, ვიდრე დადებითი ეფექტისას - ალავიძე სანდო ბანკების ლიცენზირების გამარტივებაზე

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 00:11|bm.ge

ეკონომისტი ნიკა ალავიძე მიიჩნევს, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი ბუნდოვანია.

როგორც ალავიძემ BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, ლიცენზირების დღეს მოქმედი წესებიც საბანკო სექტორში ახალი მოთამაშეების შემოსვლას და დარგის განვითარებას არ ზღუდავს.

ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ სექტორში დაგეგმილ ცვლილებებში ხელისუფლების კონკრეტული ინტერესებიც იყოს. მით უფრო იმ ფონზე, რომ ცვლილებებით კიდევ უფრო იზრდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.

“ეს არის ცვლილება ცვლილებისთვის. კანონის მოქმედი რედაქციაც დღეს არაფერს არ ზღუდავდა, სექტორის განვითარებას ხელს არ უშლიდა. [ქართული] საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე განვითარებული რეგიონში, რომელიც დროთა განმავლობაში გლობალურ ბაზარზეც გახდა ნოვატორი. ჩვენს ბაზარზეც ორ მსხვილ ბანკთან ერთად საშუალო, პატარა ზომის განვითარებული ბანკებიც არიან წარმოდგენილი. რატომ და რისთვის კეთდება ეს ცვლილებები, ჯანსაღი აზრი აქედან არაფერი არ მოდის. პროექტის განმარტებითი ბარათი ბოლომდე არ ასახავს იმ რეალობას, რისთვისაც ეს კეთდება.

ეს კანონი არანაირად არაა საჭირო. მოქმედი რედაქცია თუნდაც “განუვითარებელი” ქვეყნებიდან შემოსულ კაპიტალს არანაირად არ ზღუდავს. ეს კანონპროექტი არ არის ბიზნეს და ეკონომიკური გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა დგას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების უკან, უცნობია. ეროვნული ბანკის დისკრეცია იზრდება, რაც საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი რისკია, რადგან თვითონ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, რომელი ქვეყნიდან, რა ფული უნდა შემოვიდეს და როგორ უნდა მოერგოს ეს ყველაფერი. ეს უფრო მავნებლობის რისკებს შეიცავს, ვიდრე დადებითი ეფექტისას”, - განაცხადა ნიკა ალავიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, სექტორში კონკურენციის ზრდა, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომ საპროცენტო განაკვეთში აისახება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ინიციირებული ცვლილებები ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის EU-ში ექსპორტისას მთავარი გამოწვევა ლოგისტიკა და ტვირთების კონსოლიდაციაა - ACT Global

BM.GE