მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ ნაგავია გასატანი, რომ ტროტუარი არაა…|რა უშლის ხელს გუდაურის 4-სეზონიან განვითარებას?
"უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ ნაგავია გასატანი, რომ ტროტუარი არაა…|რა უშლის ხელს გუდაურის 4-სეზონიან განვითარებას?

"უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ ნაგავია გასატანი, რომ ტროტუარი არაა…|რა უშლის ხელს გუდაურის 4-სეზონიან განვითარებას?

BM.GE17 ივლისი, 2026, 09:32|bm.ge

სასტუმრო “გუდაური როშეს” მმართველის და კომპანია “სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელ მაიკო მურაჩაშვილის აზრით, კურორტ გუდაურს არაერთი პრობლემა აქვს, რაც გადაჭრას საჭიროებს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, გუდაური, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო კურორტი, მწვავე ინფრასტრუქტურული და მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას, რაც მის იმიჯს საფრთხეს უქმნის.

გამოცდილ ჰოტელიერს მიაჩნია, რომ კურორტის განვითარებისთვის აუცილებელია ერთიანი, პასუხისმგებლიანი მმართველი ორგანოს (სსიპ-ის) შექმნა, რათა დასრულდეს პასუხისმგებლობების სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილების პრაქტიკა.

მისი თქმით, სანამ გუდაურში ელემენტარული პრობლემები - როგორიცაა საგზაო კოლაფსი, საპარკინგე სივრცეების, ტროტუარების, გამართული კანალიზაციისა და ამბულატორიის არარსებობა არ მოგვარდება, კურორტის ოთხსეზონიან დატვირთვაზე საუბარი ზედმეტია.

"უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ ნაგავი გასატანია; უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ კანალიზაციის მილები ბევრ სასტუმროსთან ჯერ კიდევ არ არის დაერთებული; უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ტროტუარი არაა კურორტზე და შეიძლება, ადამიანები სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დადგნენ; უხერხულია ვისაუბროთ საერთაშორისო კურორტზე, რომელსაც მხოლოდ ერთი ამბულატორიული მანქანა და პატარა სამედიცინო პუნქტი აქვს", - აცხადებს სასტუმრო "გუდაური როშეს" მმართველი “წერტილთან” ინტერვიუში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 18 ივლისიდან, მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი იხსნება და საბაგიროები ჩაირთვება, მაგრამ ტურისტების მოსაზიდად სხვა ღონისძიებები, ჯერჯერობით, დაგეგმილი არაა. “რას ნიშნავს სეზონის გახსნა - მხოლოდ საბაგიროების ჩართვას?!” - რიტორიკულ კითხვას სხვამს ჰოტელიერი, რომელიც გუდაურში “გუდაური როშეს” მართავს და ცდილობს, სასტუმრო ზაფხულშიც ამუშაოს.

ინტერვიუ მაიკო მურაჩაშვილთან

- თქვენი აზრით, რა სჭირდება გუდაურს ზაფხულში უფრო მეტად დასატვირთად? კერძო სექტორი ხშირად აღნიშნავს, რომ ღონისძიებების წინასწარ გაწერილი კალენდარი დაეხმარებოდა ბიზნესს ტურისტული პაკეტების შექმნასა და გაყიდვაში. თქვენ როგორ ხედავთ სახელმწიფოს როლს და რა არის კურორტის მთავარი ნიშა?

- ვიდრე უშუალოდ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ, მოდით, ჯერ კურორტზე არსებული საჯარო ინფრასტრუქტურის [მდგომარეობა აღვწეროთ]

- კარგი… ზამთარში თოვლი მაინც ფარავს ბევრ რამეს, ყველაფერი თეთრი და ლამაზია, მაგრამ გაზაფხულზე რა პრობლემები იჩენს თავს?

- იცით, პრობლემები ზამთარშიც აშკარაა. მართალია, თეთრი და ლამაზია გუდაური, მაგრამ გვაქვს დავიწროებული გზები, ტროტუარების არარსებობა, მუდმივად მოუგვარებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და დაუცველობის განცდა. ძალიან ბევრი სტუმარი გვწერს, რომ გუდაურში გარეთ ფეხით სიარული უბრალოდ საშიშია - შეიძლება მანქანა მოსრიალდეს ან ადამიანს ფეხი დაუსხლტეს და ფატალური შედეგი დადგეს. საკმაოდ რთული ვითარებაა. კარგა ხანია ამაზე ვსაუბრობთ. თუ სწორად მახსოვს, [რამდენიმე წლის წინ] იყო საუბარი იმაზე, რომ გუდაურის შემოსასვლელში მოეწყოს ერთი დიდი პარკინგი. ეს პროექტი გუდაურში ბევრად მარტივი განსახორციელებელია, ვიდრე - ბაკურიანში, რადგან გუდაურს, ფაქტობრივად, არ ჰყავს ადგილობრივი მუდმივი მოსახლეობა. მაქსიმუმ, კურორტზე მხოლოდ ადგილობრივი ობიექტების თანამშრომელთა ავტომობილები შევიდეს, რაზედაც გარკვეული კვოტების დაწესება შეიძლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრისთვის, როდესაც სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები გვაქვს. წარმოიდგინეთ, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტზე, სადაც სტუმარს ერთ ღამეში 150-200 დოლარს ვახდევინებთ, ვაიძულებთ, მანქანა სადღაც 2 კილომეტრის მოშორებით დატოვოს (რომელსაც მეორე დღეს ან დაქოქავს და ან - ვერა) და ბარგი ხელით ათრიოს სასტუმრომდე თუ აპარტამენტამდე. ეს კურორტის საერთაშორისო იმიჯს ძალიან აზიანებს, ამიტომ პარკინგის საკითხი, პირველ რიგშია, მოსაგვარებელი.

ზაფხულის მძიმე მდგომარეობაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ შეიძლება ზამთარიც დაგვიმძიმდეს, რადგან არასწორი ინფრასტრუქტურული განვითარება იმიჯის კუთხით ძალიან ცუდ უკუეფექტს მოგვცემს. სწორედ ამიტომ არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც გუდაურის შესასვლელში უნდა გაკეთებულიყო ერთი დიდი საპარკინგე სივრცე, საიდანაც შატლები - უფასო თუ ფასიანი, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს - იმოძრავებდნენ ცენტრალურ გზაზე და ძირითად საბაგიროებამდე. ეს იდეა, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეად რჩება, არც პროექტი ჩანს და არც არაფერი კეთდება. ამ დროს კი მდგომარეობა დღითი დღე გვიმძიმდება.

ტურიზმს ერთი თვისება აქვს: ძალიან კარგია, როდესაც სწორად ვითარდება, მაგრამ დამანგრეველია არასწორი განვითარების შემთხვევაში. ტურისტების ასეთმა ერთბაშად მოწყდომამ და ნაკადების მოზღვავებამ გუდაური დიდი პრობლემების წინაშე დააყენა, რომლებსაც უკვე მეორე წელია ვებრძვით. უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ ნაგავი გასატანია გუდაურიდან; უხერხულია, როცა ვსაუბრობთ, რომ კანალიზაციის მილები ბევრ სასტუმროსთან ჯერ კიდევ არ არის დაერთებული; უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ტროტუარი არაა კურორტზე და შეიძლება, ადამიანები სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დადგნენ; უხერხულია ვისაუბროთ საერთაშორისო კურორტზე, რომელსაც მხოლოდ ერთი ამბულატორიული მანქანა და პატარა სამედიცინო პუნქტი აქვს ამაზე რამდენი წელი უნდა ისაუბროს კერძო სექტორმა?!

- პატრონი არ ჰყავს გუდაურს?

- ძალიან საინტერესო საკითხია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე „პატრონი“ გვყავს და რეალურად ესეც არის პრობლემა…

- წლების წინ, წყლისა და თოვლის მიწოდების კრიზისის დროსაც, მახსოვს გამოჩნდა, რომ კურორტს ბევრი „პატრონი“ ჰყავს და პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ხომ არ მოვიდა დრო, შეიქმნას ერთი კონკრეტული სსიპ-ი, რომელიც გუდაურის ყველა პრობლემის მოგვარების კოორდინირებაზე იქნება პასუხისმგებელი?

- ეს ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა და პარალელურად ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც მოაგვარებდა. დღეს როგორაა განაწილებული იცით? - გუდაურამდე მოსასვლელი გზა დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის, თავად გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელია "სოკარი", წყალმომარაგებაზე - სახელმწიფო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ელექტროენერგიაზე - სხვა ოპერატორი. იმდენად ბევრი სხვადასხვა უწყების ინტერესია გადაკვეთილი, რომ მართვა ძალიან რთულდება. გამოდის, გუდაურამდე მოსასვლელ გზაზე პასუხი ერთს უნდა მოსთხოვო, უშუალოდ კურორტზე - მეორეს, მაშინ როდესაც ეს ერთიანი ობიექტია და მთლიანობაში უნდა იმართებოდეს.

- აშკარად ბევრი პრობლემა აქვს გუდაურს. მთის ტრასების სააგენტო კი აცხადებს, რომ მათი პასუხისმგებლობა მხოლოდ სათხილამურო ტრასების გამართულობაა. მახსოვს, სწორედ ამიტომ შეიცვალეს სახელი და აღარ ჰქვიათ „მთის კურორტების განვითარების კომპანია“.

- დიახ. ამ რეალობაში, ერთიანი სსიპ-ი ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, სადაც დასაქმდებობდნენ პროფესიონალები, რომლებმაც კარგად იციან ეს კურორტი, სტკივათ იგი, იცნობენ რეალურ პრობლემებს და არ დაენანებათ დრო და ენერგია გამოწვევების მოსაგვარებლად. ადამიანები, რომლებსაც არ მოერიდებათ სხვადასხვა უწყებების შეწუხება. საქმის გასაკეთებლად საჭიროა აქტიურობა და შეწუხება, რადგან, საბოლოო ჯამში, ამ გაუგებარი მმართველობით თავად სახელმწიფო ზარალდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

BM.GE

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

BM.GE

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

BM.GE

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

BM.GE