მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უხვი ნალექის გამო მოსავლის აღებამ გადაიწია - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია
უხვი ნალექის გამო მოსავლის აღებამ გადაიწია - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

უხვი ნალექის გამო მოსავლის აღებამ გადაიწია - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია

BM.GE10 ივნისი, 2026, 22:22|bm.ge

წელს მოსულმა უხვმა ნალექმა სოფლის მეურნეობის სექტორში პრობლემები შექმნა. ფერმერები ამბობენ, რომ კლიმატური პირობების გავლენით მოსავლის ნაწილი დაზიანდა.

უამინდობამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა მარცვლეულის მწარმოებლებსაც. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, წელს მოსავლის აღების პროცესმა მინიმუმ 10 დღით გადაიწია.

ფერმერები ვარაუდობენ, რომ თუ ნალექი გაგრძელდა, ჭარბი ტენიანობა უარყოფითად იმოქმედებს ხორბლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. პრობლემას ამწვავებს მოშლილი სადრენაჟე სისტემები, განსაკუთრებით ალაზნის პირას, რაც წყლით გაჟღენთილ ნიადაგზე ტექნიკის მუშაობას ართულებს.

“წელს გაცილებით მეტი ნალექი მოვიდა. შემოდგომა გვალვიანი იყო, მაგრამ ზამთრიდან დაწყებული უხვი ნალექია მოსული. უკვე გადაიწია მოსავლის აღებამ. წინა პერიოდებში იყო წლები, როდესაც ამ დროს უკვე ჩვეულებრივ მიდიოდა ალოობა, მაგრამ დღესდღეობით მოსავლის აღება მინიმუმ 10 დღე გადაიწევს. ვფიქრობ, დაახლოებით ერთ კვირაში პატარ-პატარა მონაკვეთებზე დაიწყება ქერის აღება, თუ რა თქმა უნდა ამინდმა დააცადა.

უამინდობას ემატება ისიც, რომ განსაკუთრებით ალაზნის პირას სარწყავი სისტემა მწყობრიდანაა გამოსული, სადრენაჟე სისტემა მოშლილია და ამიტომ ცოტა მეტი ნალექიც კი აფერხებს კომბაინების მუშაობას. არის პერიოდები ბოლო წლებში, რომ გარკვეული ფართობები საერთოდ ვეღარ იღება. ვნახოთ რა იქნება, დაველოდოთ ამინდს, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გრძელდება ჭარბი ნალექები.

უხვი წვიმები მოქმედებს მარცვლეულის შემადგენლობაზე, განსაკუთრებით წებოგვარაზე და იდეკაზე. ჯერჯერობით არ არის მარცვლეული დაზიანებელი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მოსავლის აღებასა და რაოდენობასაც ხელი შეუშალოს”,-აცხადებს მარცვლელულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.

წელს სექტორში 200 000 ტონის ფარგლებში მოსავალს ელიან. ასოციაციის ინფორმაციით, მოთხოვნის არარსებობის პირობებში გასული სეზონზე მოწეული მოსავლის დაახლოებით 15% ფერმერებს ისევ გაუყიდველი აქვთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ილონ მასკის კომპანიებს მონაცემთა ცენტრის ხმაურის გამო უჩივლეს

ილონ მასკის კომპანიებს მონაცემთა ცენტრის ხმაურის გამო უჩივლეს

BM.GE

Anthropic-მა Mythos-ის კლასის პირველი AI მოდელი - Claude Fable 5 წარადგინა

Anthropic-მა Mythos-ის კლასის პირველი AI მოდელი - Claude Fable 5 წარადგინა

BM.GE

იაპონიის უმსხვილესი ბანკები სტეიბლკოინებს ერთობლივად გამოუშვებენ

იაპონიის უმსხვილესი ბანკები სტეიბლკოინებს ერთობლივად გამოუშვებენ

BM.GE

ევროკომისია საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ევროკომისია საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

BM.GE