მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინა ბიომეთანის წარმოების იწყებს - რა არის ბიოგაზი?
უკრაინა ბიომეთანის წარმოების იწყებს - რა არის ბიოგაზი?

უკრაინა ბიომეთანის წარმოების იწყებს - რა არის ბიოგაზი?

BM.GE28 აპრილი, 2026, 03:29|bm.ge

უკრაინის მთავრობამ ბიომეთანის წარმოების განვითარების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც 2035 წლამდე პერიოდს მოიცავს. პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის ბიოგაზის მსხვილ მწარმოებლად გარდაქმნა და ევროკავშირში მისი ექსპორტის დაწყებაა. ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიჰალის განმარტებით, ბიომეთანის წარმოების გაფართოება ევროპულ სახელმწიფოებს რუსულ ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

სამთავრობო პროგრამა ახალი ქარხნების მშენებლობას, არსებული ობიექტების მოდერნიზაციას, ბიზნესისთვის საინვესტიციო სტიმულების შექმნასა და რეგულაციების გამარტივებას ითვალისწინებს. კერძოდ, იგეგმება მწარმოებლებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელებთან მიერთების პროცედურების გამარტივება.

დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინის ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი 2030 წლისთვის წლიურად 1 მილიარდი კუბური მეტრი ბიომეთანის წარმოებაა, მომდევნო ხუთ წელიწადში კი ეს მოცულობა 2.1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე ექსპლუატაციაში რვა ახალი ქარხნის გაშვებაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში უკრაინაში კომპანია Teofipol Energy Company-ის კუთვნილი ბიომეთანის ქარხანა უკვე ამოქმედდა. წლის ბოლომდე კი ქვეყანაში რიგით მეშვიდე მსგავსი ობიექტის გაშვებაა მოსალოდნელი, რაც სექტორის განვითარების დინამიკაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, ბიომეთანი ბუნებრივი აირის განახლებადი ალტერნატივაა, რომელიც ორგანული ნივთიერებების ფერმენტაციის შედეგად მიიღება და არა მიწისქვეშა წიაღისეული საბადოებიდან მოპოვებით. პროცესი გარემოსთვის ნაკლებად ზიანის მომტანია და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE