მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინა და აშშ რუსეთს საჰაერო ზავს შესთავაზებენ - მხარეებმა პოზიციები შეაჯერეს
უკრაინა და აშშ რუსეთს საჰაერო ზავს შესთავაზებენ - მხარეებმა პოზიციები შეაჯერეს

უკრაინა და აშშ რუსეთს საჰაერო ზავს შესთავაზებენ - მხარეებმა პოზიციები შეაჯერეს

BM.GE24 ივლისი, 2026, 19:05|bm.ge

უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვისთვის წარსადგენი ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტებზე შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, მხარეების მთავარი შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების ზონაში საჰაერო ზავის გამოცხადების ინიციატივაა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დარტყმების გაფართოების ფონზე, კრემლი საჰაერო შეტევების ნაწილობრივ შეწყვეტას დათანხმდება.

უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი უკვე გამართა. მოლაპარაკების დროს ამერიკელმა დიპლომატებმა უკრაინის პრეზიდენტს განახლებული ჩარჩო დოკუმენტი გააცნეს, რის შემდეგაც მხარეები შემდგომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს 28 ივლისს, სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიის შემდგომ შეხვდება.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში რუსეთში გაემგზავრებიან.

როგორც Kyiv Indipendent-ი წერს, მხარეთა შორის კომპრომისის მიღწევის შანსს ფრონტზე არსებული ვითარება ზრდის. უკრაინა რუსეთის სიღრმეში ლოგისტიკურ და სამხედრო ობიექტებზე იერიშებს აძლიერებს, ხოლო მოსკოვი უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს.

ცალკე გამოწვევაა, რომ კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების დეფიციტი აქვს, რაც, გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორის შეფასებით, ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორმხრივად მომგებიანს ხდის. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღია რჩება.

შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის ორგანიზება აქამდე ყველა ჯერზე უშედეგოდ დასრულდა. კრემლი შეხვედრის ნეიტრალურ ქვეყანაში გამართვაზე უარს ამბობს და ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთში ჩასვლას სთხოვს, რასაც ოფიციალური კიევი კატეგორიულად არ ეთანხმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 256 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“იმედი
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

წელს ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით მაღალი იქნება | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

წელს ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით მაღალი იქნება | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

BM.GE

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

BM.GE

რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას - ეკატერინე მიქაბაძე

რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას - ეკატერინე მიქაბაძე

BM.GE

დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა ისვენებს

დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა ისვენებს

BM.GE