
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“
იმედი|imedinews.ge
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე შავი ფერის მაისურით მივიდა, რომელზედაც თეთრი ასოებით ეწერა „კიევის რეჟიმი.“ ამ ფაქტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ ეს იყო ირონიული პასუხი რუსულ პროპაგანდასა და კრემლის მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას „კიევის რეჟიმად“ მოიხსენიებენ. პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ასეთივე მაისურები საჩუქრად გადაეცათ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს — ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge