მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თუ რუსეთი ინფრასტრუქტურაზე იერიშებს შეწყვეტს, ჩვენც შევაჩერებთ დარტყმებს“ - ზელენსკი
„თუ რუსეთი ინფრასტრუქტურაზე იერიშებს შეწყვეტს, ჩვენც შევაჩერებთ დარტყმებს“ - ზელენსკი

„თუ რუსეთი ინფრასტრუქტურაზე იერიშებს შეწყვეტს, ჩვენც შევაჩერებთ დარტყმებს“ - ზელენსკი

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 17:08|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერების მზადყოფნას გამოთქვამს, თუკი მოსკოვი ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას დათანხმდება.

როგორც ირკვევა, უკრაინულმა მხარემ პარტნიორებს შესაბამისი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა, თუმცა კიევში ეჭვობენ, რომ კრემლი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს და ამ ზავს აზრი არ ექნება.

აღნიშნული განცხადებით ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებული ცნობა დააზუსტა. ამერიკის ლიდერის მტკიცებით, მხარეებმა ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ის მალე გასაჯაროვდება.

ტრამპის შეფასებით, დაპირისპირებული მხარეების მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერება შესაძლოა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი გახდეს. ამასთან, ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეწყვიტოს, რადგან ეს გლობალურ ბაზარზე დიზელის დეფიციტს იწვევს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, შეთანხმება ხანგრძლივ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და რუსეთის მიერ საწვავზე ზეწოლის დროებით შესამსუბუქებლად არ უნდა იქნეს გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა გაორმაგებული ძალებით აღადგენს შეტევებს რუსეთის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 278 სტატია.

  • ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

აშშ ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს

აშშ ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ამერიკულ ნომრებზე პირდაპირი წვდომის აკრძალვას გეგმავს

BM.GE

აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

BM.GE

ევროკავშირის 11 ქვეყანა რეზერვებიდან 20.5 მილიონ ბარელ დიზელს გამოყოფს

ევროკავშირის 11 ქვეყანა რეზერვებიდან 20.5 მილიონ ბარელ დიზელს გამოყოფს

BM.GE

ინდექსაციის წესში ცვლილებები კომპანიებზე დადებით ეფექტს მოახდენს - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

ინდექსაციის წესში ცვლილებები კომპანიებზე დადებით ეფექტს მოახდენს - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

BM.GE