მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აზოვში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა
უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აზოვში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აზოვში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 17:54|bm.ge

16 ნოემბრის ღამეს უკრაინული დრონების იერიშის შედეგად როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში მდებარე ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ცნობით, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 142 კილომეტრში მდებარე ნავთობის ობიექტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე გაეხვია ცეცხლის ალში.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დაადასტურა, რომ უკრაინული იერიშის შედეგად აზოვში ორ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მათგან ერთი კომპანია Flash Energy-ს კუთვნილი ნავთობბაზა იყო და ნავთობპროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა, მეორე ობიექტზე კი თხევადი, მყარი და აირადი საწვავი ინახება.

ცნობისთვის, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ აზოვში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში წარსულშიც მიიტანეს. კერძოდ, 10 ივლისს მასშტაბური შეტევის ფარგლებში ნავთობბაზა Азовнефтепродукт-ი დაიბომბა, 26 სექტემბერს კი დარტყმის შედეგად აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო საამქროები დაზიანდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სპეციალისტების ნაკლებობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა აწუხებს დღეს ბიზნესს?

სპეციალისტების ნაკლებობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა აწუხებს დღეს ბიზნესს?

BM.GE

ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

BM.GE

საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე მოსაკრებელი დაწესდა

საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე მოსაკრებელი დაწესდა

BM.GE

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც EU-თან თანამშრომლობას მოაქვს - ბაიბა ბრაჟე

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც EU-თან თანამშრომლობას მოაქვს - ბაიბა ბრაჟე

BM.GE