მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 17:32|bm.ge

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე ღამით იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საწარმოო ზონაში რამდენიმეგან ხანძარი გაჩნდა.

UNIAN-ის ცნობით, დარტყმის ობიექტი „სლავნეფტ-იანოსის“ საწარმო გახდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ინდუსტრიულ ზონაში სამი ცალკეული ხანძარი დააფიქსირეს.

ინფორმაციისთვის, მოსკოვიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე ეს ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ობიექტია, რომელიც წლიურად დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს და ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს აწარმოებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, კიევმა ამ ობიექტზე იერიში მიმდინარე წლის 17 სექტემბერსაც მიიტანა, რა დროსაც ქარხნის ნედლი ნავთობის გადასამუშავებელი AVT-3 დანადგარი დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდების მიუხედავად, უკრაინული მხარე რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს აძლიერებს, რათა საწვავის მიწოდება შეაფერხოს და მოსკოვის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობები შეასუსტოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?

BM.GE

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

BM.GE

9 თვეში შტატგარეშე მოხელეებმა ხელფასის სახით რეკორდული ₾522 მილიონი მიიღეს

9 თვეში შტატგარეშე მოხელეებმა ხელფასის სახით რეკორდული ₾522 მილიონი მიიღეს

BM.GE

წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 3 600 მოქალაქეა გაძევებული - შსს

წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 3 600 მოქალაქეა გაძევებული - შსს

BM.GE