მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინულმა დრონებმა უფაში Rosneft-ის ორ ქარხანას დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა უფაში Rosneft-ის ორ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა უფაში Rosneft-ის ორ ქარხანას დაარტყეს

BM.GE25 ივნისი, 2026, 18:48|bm.ge

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ უფაში Rosneft-ის ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. როგორც ირკვევა, უფანეფტეხიმისისა და ბაშნეფტ ნოვოილის ობიექტებზე იერიში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ აფეთქებების უკან სწორედ ქვეყნის შეიარაღებული ძალები იდგა. როგორც მოგვიანებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებულმა დარტყმამ მთავარ ობიექტებში ხანძარი გამოიწვია.

ორი ნავთობობიექტის დაბომბვას რუსული რეგიონის გუბერნატორიც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც მათ უკრაინული დრონების მოგერიება შეძლეს, ინდუსტრიულ ზონაში კი მხოლოდ საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდა. რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ ქარხნები უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა Bloomberg-ი ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურებას ვერ ახერხებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საგადასახადო შეღავათი პარლამენტმა 4 დღეში მიიღო

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საგადასახადო შეღავათი პარლამენტმა 4 დღეში მიიღო

BM.GE

"საქართველო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობით, ერთ-ერთი მოწინავეა" - პაატა სალია

"საქართველო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობით, ერთ-ერთი მოწინავეა" - პაატა სალია

BM.GE

აშშ-ში ინფლაციამ 2023 წლის მაქსიმუმს მიაღწია

აშშ-ში ინფლაციამ 2023 წლის მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

ვენესუელაში ორმა ძლიერმა მიწისძვრამ სულ მცირე 164 ადამიანი იმსხვერპლა

ვენესუელაში ორმა ძლიერმა მიწისძვრამ სულ მცირე 164 ადამიანი იმსხვერპლა

BM.GE