მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენესუელაში ორმა ძლიერმა მიწისძვრამ სულ მცირე 164 ადამიანი იმსხვერპლა
ვენესუელაში ორმა ძლიერმა მიწისძვრამ სულ მცირე 164 ადამიანი იმსხვერპლა

ვენესუელაში ორმა ძლიერმა მიწისძვრამ სულ მცირე 164 ადამიანი იმსხვერპლა

BM.GE25 ივნისი, 2026, 18:25|bm.ge

ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ სულ მცირე 164 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 971 მოქალაქე კი დაშავდა. როგორც ირკვევა, პირველი ბიძგები ქალაქ სან-ფელიპესთან დაფიქსირდა, რის შემდეგაც, 39 წამში მსგავსი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ იუმარესთან განმეორდა.

სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში შენობების ნგრევა გამოიწვია. ამის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კარაკასის აეროპორტი სრულად დაკეტა. ამასთან, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და სამსახურების დიდმა უმრავლესობამ მუშაობა შეწყვიტა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი, რომლის განცხადებითაც სახელმწიფო დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელას დახმარება რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ აღუთქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო უწყებებს კატასტროფაზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი რეგიონში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებისა და სამედიცინო დანაყოფების დაუყოვნებლივ გაგზავნა დააანონსა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კრიზისის დაძლევაში დახმარების მზადყოფნა ჩინეთმა, არგენტინამ, ბრაზილიამ და მექსიკამაც გამოხატეს.

ცნობისთვის, დღეს მომხდარი სტიქიური უბედურება ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ვენესუელაში დაფიქსირებულ მიწისძვრებს შორის ყველაზე მძლავრი იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საგადასახადო შეღავათი პარლამენტმა 4 დღეში მიიღო

უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოების საგადასახადო შეღავათი პარლამენტმა 4 დღეში მიიღო

BM.GE

"საქართველო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობით, ერთ-ერთი მოწინავეა" - პაატა სალია

"საქართველო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობით, ერთ-ერთი მოწინავეა" - პაატა სალია

BM.GE

უკრაინულმა დრონებმა უფაში Rosneft-ის ორ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა უფაში Rosneft-ის ორ ქარხანას დაარტყეს

BM.GE

აშშ-ში ინფლაციამ 2023 წლის მაქსიმუმს მიაღწია

აშშ-ში ინფლაციამ 2023 წლის მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE