მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადში Lukoil-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადში Lukoil-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადში Lukoil-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 20:00|bm.ge

13 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა ძალებმა დრონებით რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე Lukoil-ის მსხვილ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ქალაქზე მასირებული იერიში განხორციელდა და სამხრეთ ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ცნობით, ლუკოილის Волгограднефтепереработка-ს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები დაფიქსირდა და ხანძარიც გაჩნდა. ცნობისთვის: ეს საწარმო რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობმწარმოებელი კომპანიის, Lukoil-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივია და მისი წლიური სიმძლავრე 15 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს.

შეგახსენებთ, ეს დარტყმა უკრაინის იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც რუსული არმიის მომმარაგებელი ინფრასტრუქტურის მოშლასა და მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარე ამ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას უკრაინულმა ძალებმა 2 ოქტომბერსაც შეუტიეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE