მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინულმა ძალებმა რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, 10 ტანკერი და 4 ბორანი დააზიანეს
უკრაინულმა ძალებმა რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, 10 ტანკერი და 4 ბორანი დააზიანეს

უკრაინულმა ძალებმა რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, 10 ტანკერი და 4 ბორანი დააზიანეს

BM.GE12 ივლისი, 2026, 15:53|bm.ge

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 ივლისს და 12 ივლისის ღამეს რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებში რამდენიმე სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინულმა მხარემ დაარტყა რუსეთის სამარას ოლქში მდებარე „სიზრანის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას. გენშტაბის ცნობით, ობიექტზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო დარტყმის სრული შედეგები ამ დროისთვის ზუსტდება. აღნიშნული ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს და ის აწარმოებს ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს, მათ შორის, რუსეთის არმიის მომარაგებისთვის.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 10 რუსულ ტანკერსა და 4 ბორანზე მიიტანეს იერიში. როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, ეს ტანკერები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ბორნები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას უჭერდა მხარს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიშები განხორციელდა სხვა მიმართულებებითაც:

უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსულ მატარებელს, რომელსაც საწვავ-საპოხი მასალები გადაჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკთან ახლოს.

უკრაინამ დაადასტურა ლენინგრადის ოლქში მდებარე კომპლექსის, „ნოვატეკ-უსტ-ლუგას“ ნავთობგადამმუშავებელი ბლოკის დაზიანება.

OSINT-ის შეფასებით, ბოლო დღეებში უკრაინამ მიზანმიმართულად გაახშირა დარტყმები რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე, პორტებსა და ნავთობინფრასტრუქტურაზე. Reuters-ის ინფორმაციით, აზოვის ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა დონ-აზოვის არხზე ნავიგაცია დროებით შეაჩერა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი უკრაინის პრემიერს ცვლის - "სამთავრობო ცვლილებებს განვახორციელებთ"

ზელენსკი უკრაინის პრემიერს ცვლის - "სამთავრობო ცვლილებებს განვახორციელებთ"

BM.GE

"ლენდლორდის" მოდელი ადეკვატურ მმართველობაში ცუდი არაა... "ოცნების" პირობებში გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები - მელაშვილი

"ლენდლორდის" მოდელი ადეკვატურ მმართველობაში ცუდი არაა... "ოცნების" პირობებში გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები - მელაშვილი

BM.GE

თელავის ცენტრალური ქუჩის აღსადგენად 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული - სამინისტრო

თელავის ცენტრალური ქუჩის აღსადგენად 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული - სამინისტრო

BM.GE

მერძეული მეურნეობის მოწყობა საკმაოდ ძვირია, აგროთანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული თანხები რეალისტურია - ასოციაცია

მერძეული მეურნეობის მოწყობა საკმაოდ ძვირია, აგროთანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული თანხები რეალისტურია - ასოციაცია

BM.GE