მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უმსხვილესმა ლაოსურმა ბანკმა რუსეთთან ფინანსური კავშირი სრულად გაწყვიტა
უმსხვილესმა ლაოსურმა ბანკმა რუსეთთან ფინანსური კავშირი სრულად გაწყვიტა

უმსხვილესმა ლაოსურმა ბანკმა რუსეთთან ფინანსური კავშირი სრულად გაწყვიტა

BM.GE16 ივლისი, 2026, 21:49|bm.ge

ლაოსის Joint Development Bank-მა რუსეთის ფედერაციასთან ფინანსური თანამშრომლობა სრულად შეაჩერა. როგორც ირკვევა, საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, ბანკმა რუსული საგადახდო ბარათების მომსახურება ოფიციალურად შეწყვიტა.

ამასთან, საფინანსო ინსტიტუტმა რუსულ რუბლში ტრანზაქციების განხორციელება აკრძალა, რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემა SPFS დატოვა და მეორეული სანქციების თავიდან არიდების მიზნით, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაც შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ იმ შეზღუდვებს უკავშირდება, რომლებიც რუსული ფინანსური ქსელის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილ მესამე ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს შეეხო.

პარალელურად, ლაოსის ცენტრალური ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ციფრული აქტივების გადამუშავებისა და შუამავლობის პროცესიც შეჩერდა.

ცნობისთვის, Joint Development Bank-ი ლაოსის წამყვანი კომერციული ბანკია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდებაიმედი
  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE