მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო
UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო

UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 20:48|bm.ge

2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და UN Tourism-ის გენერალური მდივანი შაიხა ნასერ ალ ნუვაისი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის ფარგლებში თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

მინისტრმა სტუმარს სასწავლო - შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.

"ქუთაისის ტექნოჰაბში არსებული სასწავლო პროგრამების, ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობაზე პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გამართა. როგორც საუბრისას აღინიშნა, ქუთაისის ტექნოჰაბს გახსნიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის, ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ხაზი გაესვა, რომ ტექნოჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია და ის ქალაქში ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.

მარიამ ქვრივიშვილი და შაიხა ნასერ ალ ნუვაისი საერთაშორისო ბაზრებზე გასული ქართული სტარტაპების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მათთან სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პირობები განიხილეს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსსიმედი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს - მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გფორმულა
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

მთავრობა მცირე მარნებისთვის 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს

მთავრობა მცირე მარნებისთვის 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს

BM.GE

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

BM.GE

0% საკომისიო და ₾0 გირავნობის ხარჯი - "ევროკრედიტის" ერთდღიანი აქცია ავტოსესხზე

0% საკომისიო და ₾0 გირავნობის ხარჯი - "ევროკრედიტის" ერთდღიანი აქცია ავტოსესხზე

BM.GE

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

BM.GE