მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა
უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა

უნგრეთმა ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 19:20|bm.ge

უნგრეთის მთავრობამ რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 წევრს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ორბანის განმარტებით, რუსეთის წარმომადგენლობის წევრებმა ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი საქმიანობა განახორციელეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელს კონკრეტული ქმედებები ან ქვეყნის დასატოვებლად განსაზღვრული ვადა არ დაუკონკრეტებია. ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიზნად უნგრეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას ისახავს.

ანიტა ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული ზომა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ბუდაპეშტი წესების დაცვასა და ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული აუცილებელი დიალოგის გაგრძელებას გეგმავს.

საყურადღებოა, რომ დიპლომატიური მიმართულების შეცვლა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ახალ სტრატეგიას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მთავრობის ახალმა მეთაურმა თანამდებობა მიმდინარე წელს ქვეყნის პრორუსული პოლიტიკის დასრულების დაპირებით დაიკავა.

ცნობისთვის, პეტერ მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნეოდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ენერგეტიკულ შეთანხმებებს აქტიურად აფორმებდა და მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას სისტემატურად აფერხებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

BM.GE

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE