მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთმა უკრაინას ჩამორთმეული ფული და ოქრო დაუბრუნა
უნგრეთმა უკრაინას ჩამორთმეული ფული და ოქრო დაუბრუნა

უნგრეთმა უკრაინას ჩამორთმეული ფული და ოქრო დაუბრუნა

BM.GE7 მაისი, 2026, 20:55|bm.ge

უნგრეთმა უკრაინას სახელმწიფო ბანკიდან მიმდინარე წლის დასაწყისში ჩამორთმეული მილიონობით ევრო და ოქრო დაუბრუნა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.

როგორც ირკვევა, ბუდაპეშტმა კიევს €35 მლნ ($40 მლნ.) და 9 კილოგრამი ოქრო გადასცა. ცნობისთვის, დასახელებული აქტივები უკრაინულ სახელმწიფო ბანკ Oschadbank-ს ეკუთვნის. მისმა თავმჯდომარემ, იური კაციონმა უნგრულ მხარეს კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ურთიერთობების დათბობა უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებას და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებას უკავშირდება. მომავალი პრემიერი, პეტერ მადიარი ბრიუსელთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის აღდგენას აქტიურად ცდილობს. ამასთან, უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილ €90-მილიარდიან სესხზე ვეტო უკვე მოხსნა.

პარალელურად, ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებული დაძაბულობაც შემცირდა, რადგან აპრილის ბოლოდან უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება უკრაინის გავლით განახლდა.

რაც შეეხება აქტივების ჩამორთმევის ისტორიას, დაპირისპირება მარტის დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ ავსტრიიდან უკრაინისკენ მიმავალი კოლონა ბუდაპეშტში გააჩერა. ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა შვიდი უკრაინელი დააკავეს, რასაც კიევის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ბუდაპეშტს „სახელმწიფო ტერორიზმსა და რეკეტში“ ადანაშაულებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE